დავით ღვინიანიძე

-ჩემო ძვირფასო მეგობრებო, იმედია დღეს საქართველო გააკეთებს ისტორიულ არჩევანს! არჩევანს, მონობასა და თავისუფლებას შორის!
ალბათ, ბევრ ადამიანს უჩნდება კითხვა, რა მიზანია ჩემს ასეთ სოციალურ აქტივობაში?! გიპასუხებთ, არაფერი გარდა ჩემი ქვეყნის უსაზღვრო სიყვარულისა! იმ გაჭირვების ფონზე, როცა ხალხი ერთი ულუფის სანაცვლოდ მზადაა საკუთარი ხმა დათმოს, რთულია დღეს ვინმეს ურჩიო საქართველოში სწორი პოლიტიკური არჩევანი! მორალურად ეს ძალიან მძიმეა, მაგრამ აუცილებელია იბრძოლოთ ხვალინდელი დღისთვის!!!
ხმა მიეცით იდეებით სავსე ახალ ძალას, რომელიც არა საკუთარ ფინანსებს, არამედ საკუთარ შესაძლებლობებს დააბანდებს საქართველოში! იმ ხალხს მიეცით ხმა, ვისაც საკუთარ თავზე მეტად სამშობლოს ბედი ადარდებს და ბუნკერებში არ იმალებიან ხალხისგან იზოლირებულები!!!
გისურვებთ ბედნიერ მომავალს და მჯერა, რომ ჩემი ქვეყანა დღეს ხმას მისცემს ჭეშმარიტებას.
ბოდიშს ვუხდი ხშირი პოლიტიკური მოსაზრებებისთვის პირველ რიგში ჩემს უსაყვარლეს ოჯახს, რომელმაც ჩემი აქტიურობის ფონზე ბევრი რეპრესია გაიარა. ძალიან აგაფორიაქეთ…!!! მე ხომ ყველაფერი მაჩუქა საყვარელმა ქვეყანამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საკუთარი დაუღალავი შრომის ფონზე, მაგრამ სამშობლოს სიყვარული არ მასვენებს…!!! მაპატიეთ…
სრულიად საქართველოს ვუსურვებ გამარჯვებას!!!

Leave a Reply