დავით ჩიხელიძე

-ბატონო გვარამია, ანოვას დახმარებით ხალხის მოტყუება არ გამოვა! როგორც იცით იფსოზე, ანუ სიმართლეზე გაბრაზებულმა გვარამიამ, ეგზიტპოლის ჩატარება დაგეგმა, სასწრაფო წესით შეარჩია კომპანია “ანოვა”, რომელიც საველე სამუშაოებს ატარებს, მათ ამისთვის საკმარისი კომპეტენცია არ აქვთ, დილეტანტების ჩატარებულ კვლევას თუ გვარამიას პოლიტიკურ კუთვნილებას დავუმატებთ, კომიკურ სიტუაციას მივიღებთ, რადგან მათი შედეგი 100% აცდენილი იქნება რეალობას, სამაგიეროდ სრულად დაემთხვევა სააკაშვილის გეგმას, გეგმა რომელსაც განხორციელება არ უწერია. მთელ ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო ანოვას ხელმძღვანელია, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ღია მხარდამჭერია და მათთვის არც ფინანსურ სახსრებს იშურებს, სულ ახლახანს ნაციონალურ მოძრაობას 15 000 ლარი შესწირა, ახლა კი საკუთარ რეპუტაციას სწირავს და ეგზიტპოლს აყალბებს.

Leave a Reply