ეკა ბესელია

პოლიტიკური სიხარბე და ყველაფრის ფასად კომფორტის შენარჩუნება ზუსტად ის სენია , რომლითაც მმართველი პარტია იმეორებს ყველაზე ცუდს , მანკიერს. არ ტოვებს სივრცეს განსხვავებული მოსაზრების ადამიანებისთვის.
არაფერი ახალი , ისევ გაყალბების გზით და ისევ პოლიტიკურ დუელში ხალხის გამოწვევა !
გაუსწორეთ თვალი ოცნების კანდიდატებს – მათი დიდი ნაწილი არის წინა ხელისუფლების პორტირებული მოძალადეები.
სად ებრძვიან ნაც მოძრაობას- აბსოლიტური უმრავლესობა ახლა ოცნების შიგნითაა.
აი ამას ემიჯნებოდა ბათუმი, ქობულეთი, ფოთი, ზუგდიდი, სენაკი, ქუთაისი , თელავი, რუსთავი ….. და დედაქალაქიც .
ეს აჩვენა 2 ოქტომბრის შედეგებმა !
და 30 ოქტომბერს ეს ზღვარზე გასული ციფრები უფრო მეტად ამყარებს ცვლილების სურვილის ფაქტს.
უფრო მეტად აჩვენებს , რომ ამდენი უკანონობის და მოსყიდვის მიუხედავად , რამდენი ადამიანია ვისაც უნდა ცვლილება.
უკიდურესაც დაჭიმულია პოლიტიკური ზამბარა და ოცნება ვერ აცნობიერებს რა შეიძლება მოყვეს ამას !
შეუძლებელია შეეგუო თავსმოხვეულ უსამართლობას .
შეუძლებელია ასე ძალაუფლების შენარჩუნება !
წალენჯიხამ შეძლო? შეძლებენ სხვებიც

Leave a Reply