ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის თქმით, მიუხედავად მცირედი ხარვეზებისა, არჩევნების მეორე ტური შედგა

„საარჩევნო პროცესი იყო საკმაოდ კონკურენტული. მიუხედავად ამისა, იყო ხარვეზებიც,თუმცა, საერთო ჯამში, არა მხოლოდ ჩვენი შეფასებით, საუბნო საარჩევნო კომისიებში მისულ ამომრჩევლებს დახვდათ კოვიდუსაფრთხო და პროფესიულ დონეზე ორგანიზებული საარჩევნო გარემო. მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში, მცირედი ხნით, შეფერხდა კენჟისყრის პროცესი. რამდენიმე უბანზე, კონკრეტული ინციდენტების გამო, რასაც მთლიან კენჭისყრის პროცესზე გავლენა არ ჰქონია. არჩევნების მეორე ტური შედგა. მინდა, მადლობა გადავუხადო საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას და საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც აქტიურად აკვირდებოდნენ კენჭისყრის დღეს“, – აღნიშნ აგიორგი კალანდარიშვილმა.

Leave a Reply