ბელა სონღულაშვილი

მე მივიღე მონაწილეობა საქართველოს პირველი პრეზიდენტის თავისუფალ არჩევნებში! ვიცი, რაც არის ხალხის ნება და ეს დიდებული მომენტია!
მიუხედავად იმისა, რომ არცერთი პარტიის წევრი არა ვარ, ვაღიარებ, რომ არჩევნებზე ამომრჩევლის ნებაზე ძალადობას არ ვუჭერ მხარს, ვისი მხრიდანაც არ უნდა განხორციელდეს ეს!
არჩევნებზე გამოჩნდება ხოლმე, თუ რატომ სჭირდება მთავრობას ცუდი სოციალური პოლიტიკის პროდუქტები: ღატაკი მოსახლეობა, უმუშევრები, ნარკომანები, ქურდები, და ა.შ.
მე მეცოდება ყველა ის ადამიანი, ვისაც წართმეული აქვს თავისუფალი არჩევანის უფლება!
საქართველოს უნდა გააჩნდეს საშუალო ფენა, რომელსაც არ ექნება სახელმწიფოზე თუ ნებისმიერ სხვა ფაქტორზე დამოკიდებულება!
ესაა გამოსავალი!
მე მინდა რომ ჩემს ქვეყანას გააჩნდეს რეალური არჩევნები!
მივმართავ ხელისუფლებას: მილიარდებს რომ ხარჯავთ ამ ოხერ არჩევნებზე, შეასრულეთ 2012 წლის არჩევნებზე დადებული დანაპირები და 100% შედეგი გექნებათ არჩევნებზე, იზრუნეთ საქართველოზე, ქართველ ხალხზე და არა მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე! რამდენი ხელუსუფლებაც არ უნდა მოვიდეს, ყველა იწყებს ჭამას და ავიწყდება დანაპირები!
ნებისმიერ ადამიანს, ვისაც უნდა მთავრობაში რბილ სკამზე თბილად მოკალათება, გახსოვდეთ , რომ ღმერთი არსებობს!
სირცხვილია და გეშინოდეთ ღმერთის სამართლის! მოეგეთ გონს!
ზეციურ საქართველოში მოგეკითხებათ!

Leave a Reply