დავით ჩიხელიძე

გამარგგინალებულ ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებზე” დაწერის სურვილი არ მაქვს, მაგრამ მათი განცხადებები და პოზიცია სხვა გზას არ მიტოვებს, როგორც მათ განაცხადეს “ტექნიკური ადმინისტრირების თვალსაზრისით არჩევნები ძირითადად კანონით დადგენილი წესების შესაბამისად წარიმართა” ანუ არჩევნებმა დარღვევის გარეშე ჩაიარა, მაგრამ ყველაფერი კარგად იყოო ხომ არ იტყვიან? ეს მათ უფროსობას არ მოეწონება, ამიტომ მათთვის საყვარელ სიტყვებს მიმართეს, როგორიც არის: შესაძლოა და სავარაუდოდ. დიახ მათი პოზიცია კვლავ ვარაუდს ემყარება და არა ფაქტებს. სწორედ ეს არის მათი ტრაგედია, ISFED-ი როგორც ორგანიზაცია ვერ შედგა, ეს სიტყვა არ მიყვარს, მაგრამ ორგანიზაციაში ბევრი დილეტანტი, საქმის არ მცოდნე არის შეკრებილი, რომელიც ორგანიზაციის სახელს აკნინებს.

კარგია, რომ ასეთი სუბიექტური და მიკერძოებული ორგანიზაციაც კი ვერ უარყოფს, ცესკოს პოზიტიურ როლს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაში.

სამწუხაროდ არჩევნების პირველმა და მეორე ტურმა ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები გააშიშვლა, მათგან მხოლოდ აბრევიატურა დარჩა (ISFED) კომპეტენტურობა და ობიექტურობა დიდი დოზით არასდროს ქონდათ, ახლა კი სრულად დაკარგეს …..

Leave a Reply

Your email address will not be published.