ლატვიელი ევროპარლამენტარის, ინესე ვაიდერეს შეფასებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მთლიანობაში კარგად იყო ორგანიზებული, თუმცა ევროპარლამენტარმა ხარვეზებზეც ისაუბრა.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთლიანობაში საარჩევნო პროცესი კარგად იყო ადმინისტრირებული და ასევე, ვნახეთ უამრავი ქალის მყარი გადაწყვეტილება, რომ ხელი შეეწყოთ საარჩევნო პროცესის კარგად ჩატარებისთვის. ძალიან დიდი მადლობა ქალებს, ვინაიდან მათ ძალიან კარგად იმუშავეს საარჩევნო უბნებზე.

მეორე ტურში ჩვენმა დაკვირვებამ დაადასტურა, რომ ძალიან ბევრი შემოვიდა საჩივარი ძალადობასთან დაკავშირებით, ასევე დაშინებასა და წამაქეზებელი სიტყვების გამოყენებასთან დაკავშირებით ძირითადად ოპოზიციის მიმართ. თბილისში არ იყო დიდი დარღვევები, რამდენიმე გართულების გარდა. ჩვენმა გუნდმა ზუგდიდში არეულობები დააფიქსირა საარჩევნო უბნების მახლობლად. ვიცით, რომ მედიამ გააშუქა ეს მოვლენები, რაც ხდებოდა ზუგდიდის რამდენიმე საარჩევნო უბანზე. მოსყიდვის ფაქტების შესახებაც მოგვახსენეს.

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობას,” – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

Leave a Reply

Your email address will not be published.