ხელოვნების ცენტრ “მუზაში” მუსიკალური აკადემია “გვირილას” ხელმძღვანელმა ერნა წიფურიამ ქართულ- ამერიკული კულტურული მემკვიდრეობის დღეების ფარგლებში კულტურული საღამო გამართა, რომელსაც ისრაელიდან და რუსეთიდან მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ. სცენაზე გამოვიდნენ მომღერალი დავით მურაჩაშვილი და “გვირილას” სოლისტები. მოეწყო “თბილისობა”, სადაც ადგილობრივი ნაწარმი გამოიფინა. საღამოზე მონაწილეობას იღებდა გორის ფოლკლორული ანსამბლი “იმედიც”.  საღამოს უძღვებოდნენ ზაზა ალექსიძე და ნინიკო ჩიხლაძე. პროექტის თანაორგანიზატორი გახლდათ ია ჯღარკავა.

Leave a Reply