გიორგი ჭილაშვილი

-ეს საინტერესოა, სიტყვები და ფრაზები: სავარაუდო, შესაძლებელია, ზუსტად არ ვიცი, მოახდინა ან არ მოახდინა, ნამდვილად ვერ ვიტყვი, მტკიცებით ფორმაში ვერ ვიტყვი, ეს გახლავთ ნინო დოლიძის „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) დირექტორის მწირი ლექსიკა,რომელსაც არჩევნების შეფასების დროს იყენებს! გავეცანი სამართლიანი არჩევნების თავმჯდომარის ბოლო განცხადებას, მეორე ტურის შეფასებას ეხებოდა, გავეცანი და მინდა გითხრათ, რომ არაფერი ცუდი არ უწერია გამიკვირდა კიდეც, ჟურნალისტს ალბათ სათაური შეეშალა, რადგან მთელ განცხადებაში მხოლოდ ზემოთ ხსენებული სიტყვები ფიგურირებდა, არადა არჩევნებს ფაქტები და კონკრეტიკა სჭირდება.

იმავე განცხადებაში ნინო დოლიძე თავად ამბობს, რომ მათი საჩივრები მხოლოდ პროცედურულ ხარვეზებს ეხებოდა მაშინ სადღაა პრობლემა!

არჩევნებში მონაწილე თითოეულმა ადამიანმა იცის ზუსტად, ან უნდა იცოდეს, რომ მის მიერ ხმის მიცემას ვერავინ გააკონტროლებს და ასევე ვერავინ გაიგებს თუ ვის მისცა ხმა, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს არჩევნების ფარულობას და იმას რომ ამისთვის ცესკო ყველაფერს აკეთებს! ასევე, რაც ყველაზე მთავარია ნინო დოლიძე, ხმის დათვლის პროცედურასთან დაკავშირებით ამბობს, რომ განსაკუთრებული არაფერი დარღვევა არ დაუფიქსირებიათ. მაშინ ჩემო კარგო შენ და კიდევ ცესკოს ოპოზიციის წევრებმა სიორიძემ და კირთაძემ დაიბარეთ მხარეები და აუხსენით რომ ზედმეტ ხმაურს აზრი არ აქვს! ადმინისტრირების ნაწილმა კარგად ჩაიარა და ხმის დათვლის დროს არავისთვის არაფერი არ დაუკლიათ!

Leave a Reply