დავით ჩიხელიძე

-ცესკოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვინმე გიორგი სიორიძეა, რომელიც თანამდებობაზე შარლ მიშელის და არა საკუთარი დამსახურებით იმყოფება , თავიდანვე ვამბობდი, რომ თუ ცესკოს თავმჯდომარე პროფესიული ნიშნით არჩეული ადამიანია, არ შეიძლება მოადგილე პარტიული ნიშნით ირჩევდნენ(თუ ცესკოს თავმჯდომარე უფლებამოსილებას ვერ ასრულებს, სიორიძეს თავმჯდომარის უფლებამოსილების შესრულების უფლებაც აქვს) დღეს სიორიძემ ჩემი თეორია დაადასტურა, ეს არის ადამიანი რომელიც საკუთარ უფლებამოსილებაში ვერ გაერკვა, დღეს სიორიძე არა პარტია ლელოს, არამედ ცესკოს წარმოადგენს, ის კი ღიად ეწევა ცესკოს დისკრედიტაციას, რაც მიუღებელი და ალოგიკურია.
დღეს სიორიძემ საკუთარ თავს აჯობა და არჩევნების ლეგიტიმაციაზე კითხვები გაუჩნდა, ბატონო სიორიძე აზროვნების უნარი დაკარგეთ? საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს იცნობთ? თუ თქვენს საქმედ მხოლოდ ხაზარაძის ბრძანების შესრულება მიგაჩნიათ? ცოტა გონება დაძაბეთ და კარგად დაფიქრდით რას ამბობთ, თქვენ პასუხიმგებლობა იმ ათიათასობით ადმინისტრატორის წინაშე გაქვთ, რომლებიც დაძაბულ სამუშაო გარემოში საკუთარ საქმეს პირნათლად ასრულებდნენ, თქვენ კი პარტიული ინტერესის გამო, მათ დაუღალავ შრომას ხაზი გადაუსვით.
არჩევნებმა დემოკრატიულ გარემოში, ექსცესების გარეშე ჩაიარა, ეს არის მოცემულობა. თქვენ პირველ რიგში სწორედ ეს უნდა გეთქვათ, მადლობა უნდა გეთქვათ თითოეული ადმინისტრატორისთვის. ამ დროს თქვენ რა გააკეთეთ? ტალახი ესროლეთ, პირველ რიგში საკუთარ თავს ესროლეთ ეს ტალახი…

Leave a Reply