“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ისევ იმეორებს, რომ ციხეში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, რომელიც 33-ე დღეა შიმშილობს “მთელი ციხე იცინის”, რადგან “ლიმონათი უყვარს”. მისი მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას რეალურად საფრთხე არ ექმნება.

-“მთელი ციხე იცინის, იმასთან დაკავშირებით, რომ ლიმონათი უყვარს ამ კაცს თურმე, ეს არის ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს. ჩვენ გვიხარია, რომ მის ჯანმრთელობას არ ექმნება რეალურად საფრთხე. ის არის ერთ-ერთი პატიმარი შესაბამისი უწყებებისთვის და ერთადერთი ჩვენი სახელმწიფოს, ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რომ ადამიანის უფლებების სტანდარტის დაცვით მოეპყრას ასეთ პატიმარს”-აცხადებს კობახიძე.

Leave a Reply