ოთარ აბესაძე

ეკონომისტი

პური, საწვავი, სურსათი და კომუნალური სერვისი კვლავ გაძვირდა.
მოდი ვიყოთ ობიექტურები. სამწუხაროდ აღნიშნული საქონლისა და მომსახურების ფასის დადგენა საქართველოში არ ხდება. ძირითად შემთხვევაში ვართ იმპორტზე და საერთაშორისო ვაჭრობაზე დამოკიდებულები.
სახელმწიფო მძიმე დილემის წინაშე დგას.
1. მარტივად რომ ავხსნათ დაბეჭდოს ბევრი ფული და მოუმატოს ხალხს შემოსავალი (ხელფასი და ა.შ) თუმცა ეს ძალიან მოკლევადიან პერიოდში იმუშავებს (რამოდენიმე თვე) შემდეგ მივიღებთ ჰიპერ ინფლაციას რაც თავისთავად არასწორია.
2. ქვეყანაში უნდა შემოვიდეს რაც შეიძლება მეტი ვალუტა. (ინვესტიციები და ა.შ)
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საუკეთესო საშუალებაა ტურიზმი და ბიზნეს ქეისებისთვის მოქნილი და დაბალი საგადასახადო პოლიტიკა.
ასევე უმნიშვნელოვანესია დამოუკიდებელი სასამართლო და ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობა.
ნებისმიერი მსხვილი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი თუ ინვესტორი საინვესტიციო ლოკაციაზე რეკომენდაციებს იღებს აღიარებული საერთაშორისო ორგანიზაციებისგან (დავოსის ეკ.ფორუმი, მსოფლიო ბანკი, გაერო, ევროპარლამენტი, ევროსაბჭო, აზიის განვითარების ბანკი და ა.შ)
ასევე მნიშვნელოვანია ამ საერთაშორისო დონორებს და საინვესტიციო კომპანიებს მომხიბვლელი შეთავაზება გაუკეთოს სახელმწიფომ. (მაგალითად ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემა ინვესტირების სანაცვლოდ, საგადასახადო შეღავათები და ა.შ)
ეს რაც დავწერე სამწუხაროდ საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია და მიმდინარე დინამიკას თუ გავითვალისწინებთ საახალწლოდ და ზამთარში საქონელსა და მომსახურებაზე 10-15% იანი ფასების ზრდა არის მოსალოდნელი

Leave a Reply