ხატია დეკანოიძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ხატია დეკანოიძის თქმით, ერთადერთი საკითხი, რომელიც ახლა აწუხებს, არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი გათავისუფლების საკითხი. ხატია დეკანოიძე საზოგადოების მხრიდან პროტესტისა და ზეწოლის აუცილებლობაზე საუბრობს, რათა მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს.

“ერთადერთი, რაც ახლა მაწუხებს ძალიან, ეს არის მისი ჯანმრთელობის და მისი თავისუფლების საკითხი. იგი უნდა იყოს ჯანმრთელად, უნდა მოხდეს მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ასევე იგი უნდა გათავისუფლდეს.

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ გვესმოდეს, რომ აუცილებელია ზეწოლა საზოგადოების მხრიდან და ყველა ჩვენი თანამოქალაქის მხრიდან პროტესტი, ის, რაც ჩაიდინეს არჩევნებზე, როგორი მიტაცებული არის სახელმწიფო და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე,”

Leave a Reply