თამთა მეგრელიშვილი

“ჩვენს ისტორიაში ყველაზე მრავალრიცხოვანი, სასტიკი და ამაზრზენი მტერი, მწვანეწინსაფრიანი ბეიჯიანების არმია – საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია” – ეს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური პარტიის პარტიული ტელევიზიის მამამთავრის ნიკა გვარამიას პოზიციაა.
ამ პოზიციას იზიარებენ “ნაციონალური მოძრაობის” გუნდის წევრები და იდეურად მათთან პორტირებული ოპოზიციური პარტიები “ლელო” და სხვანი.
ამ დროს რეალური პოლიტიკური გარემო და არჩევნები შემდეგნაერად შეფასდა-
“ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური, ზოგადად, კარგად ადმინისტრირებული იყო“, – ამის შესახებ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ალბერტ იონსონმა განაცხადა.
ეუთო/ოდირის ეს შეფასება გაიზიარა
დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლობამაც.
ამას დაემატა ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური წარმომადგენლობის პოზიციის თანხვედრა ოდირის შეფასებასთან, რომ „არჩევნები მთლიანობაში იყო მშვიდი და კარგად ორგანიზებული”.
პროცესის ბოლოს არჩევნების შედეგების მიღებისაკენ მოწოდება გააკეთა გერმანიის ელჩმა
ჰუბერტ ქნირშმა “არჩევნების შედეგების მიღება და დემოკრატიული პროცესის ფარგლებში მუშაობის გაგრძელება ფუნდამენტური დემოკრატიული მოვალეობაა”- განაცხადა მან.
ცივილური პოლიტიკური სამყარო აღიარებს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს, როგორც კარგად ადმინისტრირებულ გამჭვირვალე პროცესს, ასევე მინიშნება ხარვეზებზე გასათვალისწინებელია და ეტაპობრივად ეს ხარვეზებიც აღმოიფხვრება.
ცივილური პოლიტიკური სამყაროს მიღმა დარჩენილი ნიკა გვარამია როგორც სიძულვილის ენის დიდოსტატი, კიდევ არაერთ სიბინძურეს დაწერს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება- საქართველოში არჩევნები შედგა და ის აღიარებულია.

Leave a Reply