დავით ჩიხელიძე

სიძულვილის ენის დამვიწყებელი გვარამია გახსოვთ? როგორც ჩანს საკუთარი სიტყვები მალე დაივიწყა და კვლავ სიძულვილის ენის გამავრცელებ მავნებლად იქცა, ადამიანად რომლისთვის სიმართლეს და ფაქტებს ჩალის ფასი აქვს.

გვარამიამ კვლავ ცესკოზე გაილაშქრა, ციტატა მისი ფეისბუქ სტატუსიდან „ჩვენს ისტორიაში ყველაზე მრავალრიცხოვანი, სასტიკი და ამაზრზენი მტერი, მწვანე წინსაფრიანი ბეიჯიანების არმია – საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია” იცით ვინ არიან ეს მწვანე წინსაფრიანი ბეიჯიანების არმია? ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც სიმართლის სადარაჯოზე, 24 საათიან რეჯიმში, მიზერული ანაზღაურების სანაცვლოდ მუშაობენ და საქართველოს ემსახურებიან, ცესკოს ადმინისტრატორობა ერთ ერთია იმ პროფესიათაგან, რომელიც დაფასებას და პატივისცემას იმსახურებს. ორი წელია ოპოზიცია გაყვირის, რომ არჩევნები ყალბდება, მაგრამ ერთი ფაქტიც კი არ მოეპოვებათ, ამის შემდეგ საზოგადოებამ განსაჯოს ვინ არის ქვეყნის მტერი ტალახის და ღვარძლის მსროლელი გვარამია, თუ ცესკოს კეთილსინდისიერი ადმინისტრატორი, რომელიც ცილისწამებას მშვიდად იტანს და პასუხს საკუთარი მიუკერძოებელი, კვალიფიციური მუშაობით სცემს.
“ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოსო” ამ პატიოსან ცხოველს გვარამიასთან გაიგივებით შეურაცხყოფას არ მივაყენებ, მაგრამ ფაქტია, გვარამიასგან კარგად მოქცევაა უცნაური და გასაკვირი თორე მისი შეურაცხმყოფელი ტონი რა გასაკვირია, ადამიანს თავისი გასაჭირი ეყოფა, ქართველი ხალხის არჩევანით და მარცხით განრისხებული აგონიაშია, მარცხის აგონიაში და აღარ იცის რა ქნას, რადგან ქართველმა ხალხმა 2021 წლის არჩევნებზე მისი დასასრულის დასაწყისისკენ პირველი ნაბიჯები გადადგა

Leave a Reply