ბექა ბასილაია

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

“არ გვაძლევენ შესაძლებლობას, საერთოდ საშვი არ გამოუწერიათ, მიზეზსაც კი არ განმარტავენ. მიზეზი რაც შეიძლება იყოს, არის ის, რომ მათ არ სურთ ადვოკატები შევხვდეთ მიხეილ სააკაშვილს და არ ვიცით შიგნით რა ხდება. ნახევარი საათის მანძილზე, როდესაც უბრალოდ საშვის გამოწერას ველოდებით, ჩვენ გვიჩნდება ბევრი კითხვა, რით არის ეს განპირობებული. მათ არასოდეს არ აქვთ ამის კანონიერი უფლება, რომ შეგვაყოვნონ.

ნებისმიერ ადვოკატზე აქ საშვი იწერება 2-3 წუთში, 40 წუთი არ სჭირდება საშვის გამოწერას. აქ რაღაც ხდება და მათ სურთ, დაუსრულებლად გაგვიწელონ და შესაძლებლობები მოგვისპონ მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაციის. ამის გახმაურების შემდეგ, იქნებ როგორმე მოვიდნენ გონებაზე. ეს ყველაფერი ხორციელდება მიხეილ სააკაშვილზე ფსიქოლოგიური ტერორის კონტექსტში. მათ უნდა, იზოლაცია მიხეილ სააკაშვილის იყო უფრო მკვეთრი, მკაფიო”

Leave a Reply