ვლადიმერ ბოჟაძე

თბილისის საკრებულოს წევრი

,,ნინო ლომჯარია, იქნებ დროულად მოახდინო ადამიანის უფლებების დარღვევის ამ უხეშ და ამაზრზენ ფაქტებზე რეაგირება, ძალიან საშიშია როცა ამ ძალადობას ბედავს ოპოზიციური ძალა, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნისას, 9 წლის განმავლობაში ყოველდღიურად ფიზიკურად ძალადობდა ყველაზე და ყველაფერზე, ახლა რევანშისთვის იბრძვის. სახალხო დამცველი ხარ და ყველას უფლებების დაცვა გევალება. მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს – შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს პროკურატურას – დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და უმკაცრესად დაისაჯოს ყველა, ვინც ბედავს ამ სიბინძურეს, იმ ადამიანების მიმართ, ვინც კანონის ფარგლებში ასრულებენ საკუთარ მოვალეობას. მოვუწოდებ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის მხარდამჭერებს – შეწყვიტეთ ადამიანებზე ძალადობა, ბულინგი და შეურაცხყოფა, ნუ ძაბავთ ხელოვნურად სიტუაციას, არ გასცდეთ კონსტიტუციის და კანონის ფარგლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში სწორედ კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში მიიღებთ უმკაცრეს პასუხს!“ – წერს ბოჟაძე Facebook-ზე.

Leave a Reply