გია გაბრიჭიძე

ამ “ჭამე, არ ჭამოს” ძახილში ერთი მთავარი ამბავი მიიჩქმალა.
ცესკოს შემაჯამებელი სხდომა დაიწყო.
ცოტა ხანი ვუყურე და მართლა ვერ გავიგე ნაცები კონკრეტულად რაღას ითხოვენ?
ხელახლა გადათვლა უნდოდათ? გადათვალეს.
თავიანთი წარმომადგენლები უნდოდათ? ჰყავდათ.
საჩივრების წერა შეეძლოთ? წერდნენ.
უცხოელი დამკვირვებლები უნდოდათ? იყვნენ.
ჰოდა აღარ უნდა ამდენი ტრამპა-ცუმპა.
თქვან, რომ სანამ ნაცები არ მოიგებენ, მანამდე ასე ვიწუწკურებთო, მაგრამ არ გამოსდით – რცხვენიათ…
როცა მესმის მუქარა – ფოტიგა ჩამოვიდაო, მგონია რომ მეკობრეებზე გადაღებულ ფილმს ვუყურებ და მოფრიალე “მხიარული როჯერით” დამშვენებული ექვს ანძიანი გემი შემოცურდა, რომელიც აბორდაჟით აიღებს გლდანის ციხეს და ღიპიან ჟრიამულას დაიხსნის, მაგრამ მერე ვხვდები რომ მდარე ფილმია, გადაღების მერე ფოტიგა სახლში წავა და ჰონორარს კიდევ ერთხელ გადათვლის.

Leave a Reply