F – სტატუსი

კობა დავითაშვილის შვილი თორნიკე დავითაშვილი სოციალურ ქსელში  წერს.

“ჩემი საკმაოდ მარტივი დამოკიდებულება მიმდინარე პროცესების მიმართ:

1. დამნაშავე უნდა გასამართლდეს, მაგრამ…

2. უნდა გასამართლდეს სამართლიანად და კანონის ფარგლებში

3. ხალხის საჭორაო ნამდვილად არაა შიმშილის დეფინიცია, მაგრამ

4. ასევე მხოლოდ ექიმები უნდა აფასებდნენ, არის თუ არა ადამიანის სიტუაცია კრიტიკული. ციხე იმის ციხეა, რომ პირადი სურვილები მგონი შეზღუდული უნდა იყოს, არა? შესაბამისად, გაუგებარია რატომ ითხოვს საავადმყოფოში გადასვლას, თუ ამის საჭიროება არ დგას.

5. მინდა, რომ აუცილებლად ნეიტრალური მხარისგან გასამართლდეს. მოიწვიეთ საზღვარგარეთიდან მიუკერძოებელი მოსამართლეები, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამოვისუნთქოთ და გავაგრძელოთ ცხოვრება. თუ გააასამართლებენ, ხომ კარგი, თუ არადა, მე პირადად დავიღალე ამ ცირკით. რაც მნიშვნელოვანია, ის უკანა ფლანგზეა და ყველა იმას შევყურებთ, მიშა რას ჭამს თუ ბოდიში და რას ჯვ…

6. მე პირადად ყველაზე ირონიულად ვგრძნობ ამ სიტუაციაში. დარწმუნებული ვარ, ნათლიათქვენს და მის სისტემას მამათქვენის მოკვლის 3 თუ 4 მცდელობა არ ჰქონია. მაინც, შურისძიებას კარგი არასდროს და არავისთვის მოუტანია და მოდი გადავაგოროთ რა ეს უბედური თავი საქართველოს ისტორიაში. სჯობა, ქვეყნის აღმშენებლობით და გაძლიერებით დავკავდეთ, ვიდრე ჭორაობით.

Leave a Reply