ვალერი არქანიას სახელობის საგამოფენო დარბაზი (მის: დიმიტრი უზნაძის ქ. 68) 24 ნოემბერს, 17 საათზე უმასპინძლებს ნანა ხეცურიანის პერსონალურ გამოფენას „კულტურული მემკვიდრეობის კვალდაკვალ”.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ახალგაზრდა მხატვრის მრავალფეროვანი 200-მდე ნამუშევარი, მათ შორის ფერწერული ტილოები, გობელენები, აქსესუარები, ხელით ნამუშევარი სამოსელი. ინფორმაციისთვის: ხელოვანი და შემოქმედი ნანა ხეცურიანი აფხაზეთიდან, 20 წელია მუშაობს ქართულ ორნამენტებზე, მოზაიკასა და ფერწერაზე. შექმნილი აქვს უამრავი ნამუშევარი კულტურული მემკვიდრეობის კვალდაკვალ.

Leave a Reply