ბარიტონ დავით ღვინიანიძის მიმართვა პაატა ბურჭულაძეს.

-მე დღეს პაატა ბურჭულაძის თანამოაზრე ვარ – ესე იგი, მეც ქართველი პატრიოტი ვარ! პაატა და საქართველო ჩემთვის განუყოფელია. მისი სიტყვა და მისია ისევე ძვირფასია თითოეული ქართველი პატრიოტისთვის, როგორც ხმა, რომელიც სამყაროს აღაფრთოვანებს.

როცა მსოფლიოს დიდი სცენებიდან სამყაროს ხელისგულივით დაჰყურებდა, ვერასდროს წარმოიდგენდა, თავისი პატარა ქვეყნის პოლიტიკური სცენიდან შიმშილობას თუ დაიწყებდა საქართველოს ხსნისა და გადარჩენისთვის. პაატა ბურჭულაძე არა მხოლოდ საგმირო არიების შემსრულებელია, არამედ დღეს თავადაა გმირი.

პაატა, ჩემო ძვირფასო მეგობარო და თანამოაზრევ, ამაყი ვარ სამშობლოს სიყვარულთან ზიარება თქვენთან ერთად რომ შემიძლია. თქვენს ბრძოლას აქვს აზრი, თქვენი იდეები მალე ფრთებს შეისხმს და ერთად ვიზეიმებთ ჩვენი სამშობლოს გადარჩენას. მე თქვენ გვერდით ვარ, შორეული ამერიკიდან გგულშემატკივრობ, მინდა ჩამოვიდე და მხარში დაგიდგეთ.

დროა სახელმწიფო და ხელოვნება თავის კალაპოტს დაუბრუნდეს. პროტესტის ნიშნად საქართველოში ჩემი ყველა პროექტი შევაჩერე, თუმცა მალე ყველა გეგმას ერთად განვახორციელებთ აწ უკვე თავისუფალ საქართველოში. ჩვენთან არს ღმერთი!

Leave a Reply