ლევან დავითაშვილმა განმარტა, შეუწყდება თუ არა სოციალური დახმარება შრომისუნარიან ადამიანს, რომელიც მუშაობაზე უარს იტყვის. ამ თემაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„შრომისუნარიანი ადამიანისთვის, რომელსაც შესწევს საქმის გაკეთების ძალა, იქნება გარკვეული არჩევანის საშუალება, რომ სხვადასხვა ტიპის სამუშაოს შორის გააკეთოს არჩევანი. მაგრამ თუ ადამიანს შეუძლია მუშაობა, არსებობს სამუშაო და ადამიანი ამ სამუშაოზე უარს ამბობს, ბუნებრივია, ეს ვერანაირად ვერ იქნება მოდელის ნაწილი. არსშივე ალოგიკურია ამგვარი სისტემის არსებობდა.

ჩვენ გავითვალისწინებთ საუკეთესო პრაქტიკებს, ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების. უკვე გვაქვს რამდენიმე მოდელი, თუმცა არ მინდა ყველა დეტალზე ახლა გესაუბროთ, იმიტომ რომ ზუსტად ამისთვის იქმნება ის უწყებათაშორისი კომისია, რომელზეც დღეს პრემიერი საუბრობდა და ძალიან მოკლე ხანში გაგაცნობთ ყველაფერს“, – განაცხადა დავითაშვილმა

Leave a Reply