დავით ჩიხელიძე
-პრემიერ მინისტრის დღევანდელი ინიციატივები დროული და საჭიროებებზე მორგებული არის, სანამ უშუალოდ ინიციატივებზე გადავალ ვიტყვი, რომ საქართველოს ყავს პრემიერ მინისტრი, რომელიც რეალობას თვალს უსწორებს და ყველაფერს აკეთებს ქვეყნის განვითარებისთვის.
რაც შეეხება დღევანდელ ინიციატივებს, ბევრ საინტერესო საკითხთა შორის გამოსარჩევია სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა, რომელსაც სრულყოფილი სახით საზოგადოება უახლოეს მომავალში იხილავს. სოციალურად დაუცველთა დღევანდელი სისტემა, რომ შესაცვლელია ეს ფაქტია, მისასალმებელია პრემიერის ინიციატივა, რომელიც ქმედითი ნაბიჯით, სოციალურად დაუცველთა მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკას რადიკალურად ცვლის და მათ ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას სთავაზობს, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, სადაც სწორედ სოციალურად დაუცველი ადამიანები დასაქმდებიან და ისინი ქვეყნის განვითარებაში საკუთარ წვლილს შეიტანენ!
მეორე და ჩემთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხი აზარტულ თამაშებს შეეხება, პრემიერის ინიციტივით იგეგმება ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადის გაზრდა, რეკლამის აკრძალვა, მომხმარებლების ასაკობრივი ზღვარის 25 წლამდე აწევა, გრძელვადიან პერსპექტივაში კი ონლაინ კაზინოს სრული აკრძალვა. აზარტული თამაშები, უამრავი ადამიანის ყოველდღიურ პრობლემას წარმოადგენს, გარდა იმისა, რომ აზარტული თამაშების გამო უამრავი ადამიანური ტრაგედია მივიღეთ, აღნიშნული ბიზნესი ბიუჯეტში ფაქტობრივად არაფერს არ იხდის. აღნიშნული სფერო ცალსახად დასარეგულირებელი და გასაჯანსაღებელია.
პრემიერის ახალი ინიციატივები.

Leave a Reply