პოეტი, ჟურნალისტი და აქტიური საზოგადო მოღვაწე ნათია ჯიმშელეიშვილი „პერსონა“-ს ტიტულზეა წარდგენილი.

ვინ არის ნათია ჯიმშელეიშვილი და რა გზა გამოიარა დღემდე, ამას თავად მისგან შეიტყობთ.

ბავშვობიდან  მაინტერესებდა, საუკუნეების შემდეგ უცხო ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ისევ  იყო თუ არა ქართველი

ვერაფრით გავბედავდი ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით საკუთარ თავზე პირველ  ან  მესამე  პირში დამეწერა, ამიტომ ჩემთვის  ძვირფას და პატივსაცემ სამ პიროვნებას ვთხოვე თავიანთი  გულწრფელი აზრები ჩამოეყალიობებინათ წერილობით.

ქალბატონი ნათელა ფოჩხუა, რომელიც ჩემი უახლოესი უფროსი მეგობარი, პოეტი და ჩემი ყველა ნაბიჯის უტყუარი მაცნეა.

ბატონი ავთანდილ ნიკოლეიშვილი, ა. წ.ს.უ-ს  პროფესორი, რომელსაც ამ სფეროში ასევე დიდი ღვაწლი აქვს შეტანილი და არა ერთი საავტორო წიგნი და ნაშრომიც მოწმობს ამას,ასევე ჩემს ამავე ბილიკზე სვლასაც თვალ-ყურს აქტიურად ადევნებს.

ბატონი ალექსანდრე შენგელია, ჟურნალისტი და უამრავი სხვა რეგალიის მქონე უხუცესი პიროვნება, რომელმაც ძალიან კარგად იცის ამ ყველაფრის ძირფესვიანი მნიშვნელობა.

ბავშვობიდან  მაინტერესებდა, საუკუნეების შემდეგ უცხო ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ისევ  იყო თუ არა  ქართველი.

ჩემი 8 წლიანი ურთიერთობების შემდეგ

უფრო სარწმუნოო რომ ყოფილიყო ზემოთ მოყვანილი სამი პირიოვნების  წერილების შინაარსი გადავწყვიტე, თურქეთში მცხოვრები ქართველების მცირე შეხედულებებიც გაგვეცნო, ჩემს მოკრძალებულ თხოვნას 2-3 წინადადებიანი შთაბეჭდილების შესახებ ასეთი სიტყვებით შეხვდა პოეტი, დედა ენის ცენტრის დამფუძნებელი სტამბოლში და საზოგადო მოღვაწე ბატონი ეშრეფ ილმაზი  და არა მარტო ის…

– „ რა თქმა უნდა ძვირფასო მეგობარო, ერთი ორი წინადადება კიარა, წიგნსაც დავწერ თქვენს შესახებ“.

 

… და აი, უკვე გაქვთ პატივი გაეცანით ძვირფასი მეგობრების ნააზრევს ჩემს შესახებ!

 

წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონიალ „პერსონას“

სახელმწიფო პრემიისა და სატელევიზიო გადაცემათა მრავალგზის ლაურეატის, ღირსების ორდენოსანისა და ღირსების ეროვნული სადისკუსიო დარბაზის დამფუძნებლის, ქუთაისის საპატიო მოქალაქის ალექსანდრე შენგელიას  მიერ

მრავალმხრივი ნიჭის პატრონი – უკრავს, მღერის, წერს…თავად კითხულობს მხატვრულად

ნათია ჯიმშელეიშვილი სტუმრად “პერსონას” დამფუძნებელთან იასე კავკავაშვილთან გადაცემაში

“ერთი კაცის შოუ”

 

პოეტის, ჟურნალისტისა და აქტიური საზოგადო მოღვაწის

ნათელა (ნათია) ჯიმშელეიშვილის  წარდგენა.

ყოველთვის ვცდილობ აწონილ სიტყვას არ გადავამეტო როდესაც ვინმეზე საქებარს ვამბობ, მაგრამ იოტის ოდენაც არაფერია ხელისშემშლელი, რათა ღირსეულს ღირსეულად მივაგო, რადგან ღრმა და კეთილი კვალი, რომელიც ჩემი შვილიშვილის ტოლმა ქალბატონმა, ორი შვილის დედამ არა მხოლოდ გამორჩეული პოეტური და ჟურნალისტური ხმით დაამჩნია მსოფლიოში გაბნეული ქართველობის მოძიებას, არამედ, მრავალ მათგანთან ნაინანატრი სამშობლოს სახელით ჩატანილი პირადი უერთიერთობითაც.

ჩემი ღრმა რწმენით , თუ მახვშის სკამების მაძიებელთა ნაცვლად ნათიას მსგავსები მოგვიმრავლდებიან საქართველოში, შვილიშვილებთან სინანულით აღარ გავიმეორებთ, „ერთ დროს დიდი ყოფილაო საქართველო“

უღრმესი პატივისცემით (87 წლის) ალექსანდრე შენგელია

2021 წლის 06 ნოემბერი.

ავთანდილ ნიკოლეიშვილი

მწერალი, პროფესორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

 ნათია ჯიმშელეიშვილმა, როგორც მრავალმხრივი შემოქმედებითი ნიჭიერებით გამორჩეულმა პიროვნებამ, საკმაოდ დიდი ხანია მიიქცია არა მარტო მისი კოლეგების, არამედ ფართო მკითხველი საზოგადოების ყურადღებაც. იგი ავტორია როგორც მრავალრიცხოვან პერიოდულ გამოცემებში გამოქვეყნებული მხატვრული ნაწარმოებებისა, ისე წიგნებისა. ნათიას მწერლური ნააზრევისადმი ინტერესს არსებითად განაპირობებს ის გარემოება, რომ იგი ღრმად მგრძნობიარე ფორმით გამოხატავს უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ეროვნულ მისწრაფებებს. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მასშტაბები აქვს შეძენილი თურქეთში მცხოვრები ჩვენებურების ურთიერთობის წარმოჩენას მათ ისტორიულ სამშობლოსთან.

ნათია ჯიმშელეიშვილი თურქეთელ ქართველთა ეროვნულ-ქართული მისწრაფებების გამოხატვას არა მარტო თავისი პოეტური შემოქმედებით ცდილობს, არამედ მათთან აქტიური პიროვნული ურთიერთობების დამყარებითაც. კერძოდ, ამ მიზნით იგი ძალზე წარმატებულად იღვწის როგორც საქართველოში, ისე თურქეთშიც. ამის თვალნათლივ დადასტურებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მისი უშუალო ძალისხმევით არაერთი თურქეთელი ქართველი სტუმრებია ჩვენს ქვეყანას, თავად ის კი ხანგრძლივი დროით მოგზაურობდა თურქეთის იმ რეგიონებში, სადაც ჩვენი თანამემამულეები ცხოვრობენ და „დედაენით,“ სხვა ქართული წიგნებითა და მრავალფეროვანი ეროვნული აქსესუარებით ხელდამშვენებულს ბევრი რამ აქვს გაკეთებული მათი ქართული თვითშეგნების განსამტკიცებლად. ამ მიმართულებით გამოვლენილ აქტიურობას ნათია უფრო დიდ მასშტაბებს იმ სალონური შეხვედრებითაც სძენს, რასაც იგი ხანგრძლივი დროის განმავლობაში მართავს სისტემატურად ჩვენი ერის თვალსაჩინო წარმომადგენლების აქტიური თანამონაწილეობით.

ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე, მიმაჩნია, რომ ქალბატონი ნათია ჯიმშელეიშვილი ჩვენი რეგიონიდან ნამდვილად იმსახურებს საქართველოს წარმატებული ადამიანებისთვის დაწესებული „პერსონას“ ტიტულის მინიჭებას.

08.11.2021

 

 

ნათელა ფოჩხუა – პოეტი

ქართული საქმის დესპანი

საქართველოს ბედუკუღმართობამ ათასობით ქართველი დაგვაკარგვინა ქართულ ტერიტორიებთან ერთად, ეს უპირველესად ითქმის თურქეთში მცხოვრებ ქართველებზე.თურქერთში რამდენი ქართველიც იტყვის ქართველი ვარ, გურჯი ვარ ჩვენებური ვარო, იმისი მადლი ბატონ აჰმეტ მელაშვილისაა, რომელიც ზვარაკად შეეწირა ამ ქართულ საქმეს. მაგრამ ყოველთვის გამოჩნდებიან ხოლმე გზის გამგრძელებლები და რაოდენ ხმამაღლადაც არ უნდა ჟღერდეს, იმ არაერთთაგან ერთერთ ასეთ პიროვნებად დღეს წარმომიდგენია ნათია ჯიმშელეიშვილი, რომელსაც თამამად შეიძლება ეწოდოს ნამდვილი მამულიშვილი, საზოგადო მოღვაწე, რომელმაც ახალი გზა სამი დროის შემცველი – წარსული ,აწმყო და მომავალი გზა გაიყვანა თანამედროვე საქართველოსა და თურქეთში არსებულ მეორე საქართველოს შორის. სტამბოლში მცხოვრებ ქართველთან, ბატონ ორჰან ბერიძესან სოც ქსელიდან დაწყებული მეგობრობა საწინდარი გახდა იმ დიდი ორმხრივი ეროვნული საქმეებისა, რამაც ასე დაახლოვა თურქეთელი ჩვენებურები საქართველოს.

ნათია ჯიმშელეიშვილის მონდომებით ერთგვარად გაღრმავდა სულიერი კავშირი ჩვენებურებთან . საამისო ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო.

ნათია ჯიმშელეიშვილი ნამდვილი დესპანია ქართული ეროვნული საქმისა თურქეთში. აღსანიშნავია ის, რომ ამ ყველაფერს იგი უმეტესწილად საკუთარი სახსრებით აკეთებს.

06.11.2021

 

 

<<<>>>

„ქ.ნი ნათია ჯიმშელეიშვილი, ჩემთვის პირველ რიგში საუკეთესო მეგობარია.

მეტად განათლებული ადამიანი და ნიჭიერი პოეტია…

იგი ცდილობს ყველანაირად პოპულარიზაცია გაუწიოს ქართულ კულტურას თურქეთში. ის ყველა ჩვენებურისთვის დაფასებული ქალბატონია. ორ ქვეყანას შორის ერთერთი კულტურის ელჩია“.

Eşref Yılmaz – გოდერძი მახარაძე

ქართული ენის ცენტრის ხელმძღვანელი სტამბოლში

 

<<<>>> 

ქართული კულტურის ცენტრის ასოციაციის  სახელითა და  თურქეთელი ქართველების სახელით გვსურს რეკომენდაცია გავუწიოთ ქალბატონ ნათია ჯიმშელეიშვილს. ნათია ჯიმშელეიშვილი, პოეტი საქართველოდან, ცნობილი ლექსის  „ჩვენებურებს„  ავტორი და  ადამიანი, რომელიც სულით ხორცამდე განიცდის თურქეთელი ქართველების ბედსა და ისტორიას – 2015 წელს ოფიციალურად იყო ჩვენი ასოციაციის საპატიო სტუმარი. ქალბატონი ნათიას პოეზიის საღამო განსაკუთრებული ემოციითა და მუხტით იყო დატვირთული, ჩვენებურმა ქართველებმა ის განსაკუთრებულად შეიყვარეს . ჩვენებურების სიყვარულითა  და მოწიწებით აღსავსე  ქალბატონი, უკვე დიდი ხანია ჩვენი გულითადი მეგობარია, ამ რამდენიმე წლის მანძილზე  ჩვენ განვახორციელეთ ბევრი ძალიან საინტერესო და ასევე სასარგებლო ერთობლივი პროექტი. მსოფლიო პანდემიის მიერ ადამიანების ერთმანეთისგან დაშორიშორება, რათქმაუნდა ფიზიკური მაჩვენებლებით ჩვენს ურთიერთობებზეც აისახებოდა, თუმცა ამ პერიოდშიც ვინარჩუნებდით ერთად ყოფნისა და ერთმანეთის გვერდით დგომის გასაოცარ სურვილს. უნდა ითქვას რომ ნათია მყარი კონტაქტების დამყარებისა და მრავალწლიანი ურთიერთობების შენარჩუნების შემოქმედი ქალბატონია…  ჩვენი ასოციაციის სახელით  ვუსურვებთ მას მომავალ წარმატებებსა და მოხარული ვიქნებით თუ მცირე წვლილს მაინც შევიტანთ მისი პერსონას კიდევ ერთხელ საქვეყნოდ აღიარების საქმეში.

პატივისცემით

ფეჰმი უზალ უსტიაშვილი – სტამბოლის ქართული კულტურის ცენტრის ასოციაციის თავმჯდომარე

<<<>>> 

მე ბევრი წელია  ვიცნობ ნათიას, როგორც ქუთაისში მცხოვრებ ქალბატონს., იგი სანდო და საუკეთესო მეგობარია. ქალბატონი, რომელიც იბრძვის საქართველოსა და თურქეთს შორის მეგობრობის განვითარებისთვის და რომელიც  ჩვენში უყვართ და პატივს სცემენ,  იმ  ქვეყანაში, სადაც ჩემსავით მილიონობით წარმოშობით ქართველი მოქალაქე ცხოვრობს.  მადლობას ვუხდი მას ჩვენი ქვეყნისა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ვუსურვებ წარმატებებს.

 დურსუნ  კარაგოზი – თურქეთი. ყარსის უნივერსიტეტის პროფესორი.

 

<<<>>>

–  როცა რამეს მთხოვ, თუ შემიძლია უძვირფასესია ჩემთვის.

ეს წერილი ერთი ვიდეოს ქვევით

იუთუბშიც მაქვს დადებული

“მსოფლიომ” იცის მე აღიარებული და გამოქვეყნებული მაქვს შენი საქმეები, ახლა კი შემოკლებით გთავაზობთ.

„2014 წ.10 დეკემბერს ქ. ქუთაისში არსებულმა ხელოვანთა და შემოქმედთა საზოგადოება “მზის თეატრმა” დარსებიდან 5 წლის იუბილე იზეიმა, ჩვენც , მე და ქ.ნ სალომე ბარამიძე-Sezen GÖNENÇ OKCAN საპატიო სტუმრების სტატუსით და საზოგადოების მიწვევით ვესწრებოდით აღნიშნულ ღონისძიებას.

დარბაზში სიტყვით რომ გამოვედი, მისალმების შემდეგ უკვდავი პოემა „ვეფხისტყაოსნიდან“ თავები წავიკითხე და მერე კი ფრიდონ ხალვაშის ლექსი მემლექეთი. ძალიან ემოციურად მისმენდა დარბაზში მყოფი საზოგადოება. ლექსი „მემლექეთი“-ს პასუხად ლექსი “ჩვენებურებს” იქვე დაწერა საზოგადიება “მზის თეატრის” დამფუძბებელმა, გამომცემლობა “უქიმერიონის ” დირექტორმა, პოეტმა და ხელოვანმა ქ. ნ ნათია ჯიმშელეიშვილმა.

ამის შემდეგ სტამბოლში ქალბატონი ნათიას პოეზიის საღამო გავაკეთეთ და სიურპრიზად ვისწავლე მის მიერ დაწერილი ლექსი „ჩვენებურებს“ და წავიკითხე.

2016 წლის 26 -27- 28 ივლისს თურქეთიდან შპს გამომცემლობა „უქიმერიონისა და ხელოვანთა საზოგადოება „მზის თატრი“-ს მიწვევით ქუთაისში წავიყვანეთ 20 კაციანი თურქეთელი ჩვენებური ქართველების ჯგუფი. რომელსაც ჩვენი ინიციატივთ  და ნათიას საპატივცემულოდ დავარქვიეთ ფრაზა ლექსიდან “ჩვენებურებს” მერე რა თუ თქვენი ცა ჩვენგან შორს არის“.

მას შემდეგ არა ერთი საერთო ღონისძიება განვახორციელეთ ორ ქვეყანას შორის, ბევრჯერ ქუთაისისდან თურქეთში, თურქეთიდან ქუთაისში იგივე სახელწოდებით სხვადასხვა კულტურული ღონისძიება გავაკეთეთ.

თურქეთსა და საქართველოში თითქმის ყველა ღონისძიებაზე და შეხვედრაზე ვკითხულობ ამ ძვირფასს ლექსს, რომელიც სრულდება დაუვიწყარი სიტყვებით-„მერე რა თუ თქვენი ცა ჩვენგან შორს არის“ს და რომელიც საზოგადოებამ ძალზედ შეიყვარა.

ქალბატონი ნათიას ღვაწლი დასაფასებელია ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში, ერთგვარად პატარა “ხიდი” ააგო თურქეთელი და საქართველის ქართველებს შორის და უფრო საინტერესო და სიყვარულით სავსე გახადა ჩვენი ურთიერთობები.

მისი პოეზიის დიდი ნაწილი თურქეთელ ქართველებს ეხება, ერთად გვიკეთებია ინტერვიუები, კვლევები ქართველთა უცნობი ისტორიების შესახებ.

ცა მაინც ერთია, მაგრამ უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა იქაურ, ან აქაურ, ან და სხვა ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველს. ჩვენ ერთი ვართ, ერთიანი ვართ.

„ქართველობა ჩვენი ქოლგაა“!!!

ორჰან  ბერიძე

სტამბოლისშოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრი“- დამფუძნებელი

 

<<<>>>

ქალბატონი ნათია ჯიმშელეიშვილი

დიდ ყურადღებას ავლენს თურქეთელი ქართველებისადმი. მას აინტერესებს ჩვენი კულტურის სიახლეები, გულწრფელად ზრუნავს ჩვენი ეთნიკური იდენტობის განვითარებისათვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ახსენებს ჩვენს თავს და წერს ემოციურ ლექსებსა თუ ჩანახატებს. მეტად მადლიერნი ვართ მისი და ვუსურვებთ წარმატებას.

გიორგი ირემაძე:

სტამბოლის ქართული ხელოვნების დამფუძნებელი, შპს უნიპაკის დირექტორი.

 

<<<>>>

ქალბატონი ნათია სტამბულში გავიცანი. სტამბოლში და საქართველოში ბევრ ღონისძიებაში მოვხვდით ერთად. სასიამოვნო იყო მასთან  შეხვედრა. ორ ქვეყანას შორის მეგობრობის ხიდია, მშვენიერი ადამიანია. მან ინტერვიუ მისცა თურქეთში კვარტალურად გამომავალ ჟურნალ 08 Artvin-ს და წარმოადგინა ინფორმაცია ორ ქვეყნას შორის მეგობრობისა და მოღვაწეობის შესახებ. ვულოცავთ მას კეთილ საქმეს და ვუსურვებთ წარმატებებს.

ჰასიბე ოზქანი  – Choruh Valley Borckali- სოლიდარობისა და განვითარების ასოციაციის პრეზიდენტი

 

<<<>>>

მე ქართველი ვარ, თურქეთში დევიბადე. საქართველოში ორმოცი წელია ხშირად დავდივარ. იმიტომ, რომ ჩემი დედასამშობლოა. საქართველო ჩემი სიყვარულია. ბევრი ნათესავი, ბევრი მეგობარი მყავს .

ქალბატონო ნათია,  შენ ჩემი მეგობარი, ჩვენი ოჯახის წევრი ხარ. ჩვენც შენი ოჯახის წევრები. ქართულ კულტურას ვემსახურებით ერთად  და მე ძალიან დიდი პატივ გცემთ. წარმატებული ქალბატონი და წარმატებული ადამიანი ხართ. მადლობას გიხდით ყვეფარისთვის.

ჩვენი, ორი ქვეყნის ქართველების დაკავშირებისთვის ერთ-ერთი ხიდი ხართ. წარმატებებს გისურვებთ.

მუსტაფა იელკენჯი (გიორგი დიასამიძე) – სტამბოლში ქართული ასოციაციების წევრი

<<<>>>

გამოხმაურება ქალბატონ ნათიას:

“ჩემი პირველი  ვიზიტი საქართველოში იყო 1987 წელს. მრავალი მეგობარი გავცანი.ცხონებული ოთარ გიგინეიშვილი, ფრიდონ ხალვაში და რამაზ სურმანიძე არიან მაგალითები.

ამ ჩემი ყოფილი მეგობრების გარდა, ახალი, თანამედროვე მეგობრების ერთ ერთი წარმომადგენელი არის ქალბატონი ნათია ჯიმშელეიშვილი, ქუთაისელი პოეტი, ჟურნალისტი. იგი ახლოდ  დაკავშირებული არის თურქეთელ ქართველებთან, თანამემამულებთან, სათვისტომოებთან.

აქ ბევრი კარგი და ორმხრივად სასარგებლო საქმე იგულისხმება.

ვუსურვებ წარმატებებს ამ ძვირფასი საქმიანობაში.”

 

გურამ ხიმშიაშვილი ( Mustafa Yakut)

ყოფილ ჟურნალ ჩვენებური ს რედაქციის წევრი,

ყოფილ ჟურნალ ფიროსმანი ს კოორდინატორი.

 

 

 

Leave a Reply