მიხეილ სააკაშვილის პროცესი, რომლიც 11 საათზე იყო ჩანიშნული, ჯერ კიდევ არ დაწყებულა.

სასამართლოსთან პოლიციის მობილიზებაა. საქალაქო სასამართლოს გარშემო ტერიტორია გადაკეტილია და ეზოში არავის უშვებენ.
პროცესს მხოლო საზოგადოებრივი მაუწყებელი გააშუქებს.
სასამართლოში ამ დრომდე არ შეუშვიათ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია და ადვოკატები.
ადგილზე იმყოფებიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები. ავოკატების განცხადებით, ეს უკვე პროვოკაციაა ხელისუფლების მხრიდან.

Leave a Reply