ქეთი მიქაძე

-სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ, რომელიც 3 შვილის დედის წერილს ეხებოდა, სადაც ის დახმარებას და შვილებისთვის პურის ფულს ითხოვდა, ძალიან მალე დამიკავშირდა კრწანისის გამგებლის, ბექა მიქაუტაძის წარმომადგენელი და გამგებლის კომენტარი მომაწოდა.

ძალიან გამიხარდა, რომ რეაგირება იყო ასეთი სწრაფი, რის გამოც პირადად მადლობას ვუხდი ბექა მიქაუტაძეს.

კრწანისის რაიონის გამგებელი

ბექა მიქაუტაძე

-ეს ოჯახი ნაძალადევში იყო რეგისტრირებული და ახლა აქეთ გადმოვიდნენ, ამიტომ ამ ეტაპზე მოხსნილი აქვს სოციალური დახმარება. ჩვენთან განაცხადი არ აქვს შემოტანილი. ახლა დავურეკეთ, ხვალიდან მივლენ და ისარგებლებენ უფასო სასადილოთი. პირადად დავრეკე სოციალურში და ვთხოვე დააჩქარონ მისი საქმის განხილვა, ერთჯერად დახმარებასაც გავუკეთებთ, მოკლედ მშიერს არ დავტოვებთ.

გამგებლის კომენტარი გავაცანი ქალს, რომელმაც წერილი მოგვწერა. მითხრა, რომ უკვე დაურეკეს. 3 შვილის დედა ამ წუთას მართლაც ძალიან ბედნიერი და გახარებული იყო.

აქვე მადლობას ვუხდი ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც წამში გამომეხმაურა და დახმარების სურვილი გამოთქვა.

მხოლოდ ერთად შევძლებთ. ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით.

Leave a Reply