სოლომონ ზეიკიძის ექიმთა გუნდისა და ლიბერთის საქველმოქმედო აქცია მისტიურ ჯავახეთში

()იპ კუმ დეო მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთობისათვისმორიგ საქველმოქმედო აქცია, „ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ასპინძის რაიონში უკვე მეორედ გამართა.

„მისტიური და ულამაზესი ჯავახეთი, თავისი პრეისტორიული მეგალითებით აგებული ქალაქებით, ციხე სიმაგრეებით ხელთუქმნელი ეკელსიამონასტრებით, ზვიადი მთებითა და საოცარი ლანდშაფტით ჩემი ისტორიული სამშობლოა. ამიტომ, ამ მხარეში ყოველთვის დიდი სიამოვნებით ჩამოვდივარ. ასპინძასა და ახალქალაქში საქველმოქმედო აქცია გაზაფხულზეც ჩავატარეთ. ამჯრად კი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხში ვიმყოფებით. ტრადიციულად, მოსახლეობას უფასო სამედიცინო მომსახურეობას და მედიკმენტებს ვაწვდით. საქველმოქმედო აქციებს მომავალშიც გავაგრძელებთ, აცხადებს კუმ დეო მედისკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის დამფუძნებელი და თავმჯდომარე, კარდიოლოგი, პროფესორი სოლომონ ზეიკიძე, რომლის განმარტებითაც, ჩუნჩხში საქველმოქმედო აქცია ადგილობრივი მკვიდრის, გიორგი მაღრაძის დახმარებით მოეწყო.

ოქრო კაცი“ – ასე ვეძახი გიორგის, რომელიც უკეთილშობილესი, უნიჭიერესი და ნამდვილი პატრიოტია ახალგაზრდაა,“ – ამბობს სოლომონ ზეიკიძე.

საქველმოქმედო აქციაში, ტრადიციულად, რამდენიმე დარგის ექიმი მონაწილეობდა. კერძოდ: პროფესორი, კარდიოლოგი სოლომონ ზეიკიძე (კუმ დეო მედიკოსები საზოგადოევრივი ჯანმრთელობისათვის თავმჯდომარე); თერაპევტი ქეთევან გოროზია (კუმ დეო მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის აღმასრულებელი დირექტორი), ნევროლოგი ეკა მამუკელაშვილი, ენდოკრინოლოგი მარინა წიკლაური.

აქციაში, ასევე, ტრადიციულად, მონაწილეობდნენ ახალგაზრდა მოხალისეები, მათ შორის, შაკო მაჩიტიძე და ქრისტინე მირზახანიანი.

როგორც კუმ დეოს თავმჯდომარე, კარდიოლოგი, პროფესორი სოლომონ ზეიკიძე ამბობს, სოფელ ჩუნჩხაში უფასო სამედცინო მომსახურება 30-ზე მეტ მოქალაქეს მიეწოდა. ამასთან, მოსახლეობას ფარმაცევტული კომპანიებს ,,ჯი ფარმასა და კრკა ხელშეწყობით,  უფასო მედიკამენტებიც გადაეცათ.

შეგახსენებთ: ორგანიზაციამ კუმ დეო მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის უკვე მეშვიდე საქველმოქმედო აქცია გამართა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნამდე უფასო სამედიცინო მომსახურეობა ორგანიზაციამ ილტოს ხეობის, ასპინძის რაიონის სოფელ ნაქალაქევის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიას, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს, თელავის რაონის სოფლების – ნაფარეული და ბუშეტი, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების წვირმისა და ლატალის, ასევე, შუახევის მუნიციპალიტეტის მთა ჩირუხისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნის მოსახლეობას გაუწია.

აღსანიშნავია, რომ კუმ დეოს საქველმოქმედო აქციების მხარდამჭერი ლიბერთი ბანკია ,,კუმ დეოსა და ლიბერთი ბანკს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ბანკის მხრიდან საქველმოქმედო აქციების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

Leave a Reply