მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გადაყვანასა და სხდომაზე დასწრების ნებართვაზე ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა და თქვა, რომ მესამე პრეზიდენტს ამის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება ჰქონდა.

-“ძალიან მოხარულები ვართ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება და შესაძლებლობა აქვს საკუთარ სასამართლო პროცესს დაესწროს. როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე, სხვა პარტნიორები მოვუწოდებდით, რომ მიხეილ სააკაშვილის სურვილი და უფლება საკუთარ სასამართლო პროცესს დასწრებოდა, განხორციელებულიყო, რადგან ეს განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით. მოხარულები ვართ რომ ეს შესაძლებელი გახდა. ასევე მოვუწოდებთ მის მხარდამჭერებს ხელი არ შეუშალონ სასამართლო პროცესს. მათ აქვს პროტესტის გამოხატვის უფლება თუმცა მთავარია ეს შეკრება მშვიდობიანი იყოს” – განაცხადა დეგნანმა.

Leave a Reply