4 დეკემბერს ფილადელფიაში დავით ღვინიანიძე ქართულ – ამერიკული კულტურის კერას გახსნის, რომელიც მთელი მსოფლიოს ყველა ეროვნების ხელოვნებასა და ხელოვანებს გააერთიანებს. როგორც მოგეხსენებათ, “დავით ღვინიანიძის სახელობის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი” ფილადელფიაში მასშტაბური ამერიკული პროექტია.

რამდენიმეთვიანი ინტენსიური სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების, ასევე უახლესი ტექნიკური აღჭურვის შემდეგ ცენტრის კარები პირველად 4 დეკემბერს გაიღება. ცნობილია, რომ თვითონ დავით ღვინიანიძე ყოველდღიურად ჩართული იყო ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოებში, ბაღის გამწვანების, მუსიკალური ინსტრუმენტების შეძენის, ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინის საქმეებში. აქვე აღვნიშნავთ ცენტრის მუშაობის მრავალფეროვანი გეგმის რამდენიმე პუნქტს, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ექნება ამერიკაში მცხოვრები ქართველებისთვის.

1.ცენტრში უფასოდ ისწავლიან შშმ ქართველი ემიგრანტი ბავშვები. 2. განსაკუთრებული ნიჭის მქონე ქართველ ემიგრანტ ბავშვებს დაენიშნებათ დავით ღვინიანიძის ყოველთვიური სტიპენდია. 3. ცენტრში გაიხსნება ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტი, რომელიც ქართულის სწავლებას უზრუნველყოფს ქართველი ემიგრანტებისთვის და ქართული ენით დაინტერესებული უცხოელებისთვის. 4. ცენტრი უმასპინძლებს ქართველი შოუბიზნესის წარმომადგენლებს.

პ.ს. “დავით ღვინიანიძის სახელობის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრი” გახლავთ ერთადერთი, რომელიც საზღვარგარეთ გაიხსნა და ქართველის სახელს ატარებს.

Leave a Reply