“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, მმართველმა გუნდმა იცის, რომ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარდება. როგორც მელია ამბობს, სწორედ ამიტომ არ უნდა “ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება.

საკონსტიტუციო ცვლილებებსა და თემასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებზე ნიკა მელია “მთავარი არხის” გადაცემაში “ღამის მთავარი” ისაუბრა.

“რატომ აკეთებს ამ ყველაფერს? – იცის, რომ ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარდება, ზუსტად იცის. და ეს ყველაფერი ჩატარდება მათი ნების წინააღმდეგ, იძულებული გახდებიან. ვინ გახდის? საზოგადოება”,-თქვა ნიკა მელიამ.

Leave a Reply