კირიაკოს მიცოტაკიმ ახალი ზომები დააანონსა, რომლის მიხედვითაც საბერძნეთში ვაქცინაცია საზოგადოების კონკრეტული ნაწილისთვის სავალდებულო ხდება და თუ 16 იანვრამდე პირველი დოზისთვის ვიზიტი არ დაინიშნება, მათ ყოველთვიურად ჯარიმა ელით.

კერძოდ, ახალი კანონის მიხედვით, 60 წელს გადაცილებული პირებისთვის სავალდებულოა ვაქცინაცია და თუ 16 იანვრამდე არ დანიშნავენ ვიზიტს, რომ პირველი დოზით აიცრან, ყოველთვიურად გამოეწერებათ ჯარიმა, 100 ევროს ოდენობით (ანუ 100 ევრო ყოველი მომდევნო თვის მანძილზე).

ამას გარდა, საშობაოდ თითოეული ზრდასრულისთვის გაიცემა 2 უფასო სელფ-ტესტი – ერთი შობამდე, მეორე კი, ახალი წლისთვის.

კონკრეტულად, პირველი ტესტის უფასოდ აღება შესაძლებელია 6-დან 12 დეკემბრამდე, განურჩევლად იმისა, ხართ თუ არა აცრილი, ხოლო მეორედ ტესტის უფასოდ აღება შესაძლებელია 3-დან 7 იანვრამდე.

მიცოტაკი აცხადებს, რომ ვაქცინაციის ვალდებულებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მისთვის უმძიმეს იყო, თუმცა, ეს არ არის სადამსჯელო ღონისძიება, ეს არის, ჯანმრთელობის გადასარჩენი საკითხი.

წყარო

ყურადღება! სავალდებულო ვაქცინაცია, სხვა შემთხვევაში თვეში 100 ევრო ჯარიმა – მიცოტაკიმ ახალი ზომები დააანონსა

Leave a Reply