გადაცემა “ემიგრანტის ხმა”

18 წელი ემიგრაციაში – მზია გაგაძე-კანდელაკი სწორედ 18 წლის წინ წავიდა საქართველოდან და ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში თავისი წილი პატარა საქართველო ისე ლამაზად და გულიანად აქვს წარმოდგენილი, რომ სხვების ნავსაყუდელადაც აქცია.

პროექტი – წარმატებული ქართველი ემიგრანტები ამერიკაში.

 

მადლობა იმისთვის, რომ ასე მიმოფანტულები თან დაატარებთ თქვენს წილ საქართველოს და მსოფლიოს ყველა ქვეყანას აცნობთ ჩვენს პატარა სამშობლოს.

 

18 წელი ემიგრაციაში – მზია გაგაძე-კანდელაკი სწორედ 18 წლის წინ წავიდა საქართველოდან და ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში თავისი წილი პატარა საქართველო ისე ლამაზად და გულიანად აქვს წარმოდგენილი, რომ სხვების ნავსაყუდელადაც აქცია.

ურთულესი ემიგრანტული ცხოვრების გზაზე ბავშვობის გატაცება – შემოქმედება მოევლინა, როგორც თავად ამბობს, მოყვარული შემოქმედია, მაგრამ აშკრად თავმდაბლობს, რადგან ქ-ნი მზია საქართველოს მწერალთა კავშირის წევრია.

განცდებს და ემოციებს კალამს ანდობდა და ლამაზ ლექსებად თუ ნოველებად გადაჰქონდა ფურცელზე, მკითხველის შეფასება მისთვის სტიმული იყო და აი ასე შეიქმნდა მისი 3 წიგნი და 2 კრებული.

ამერიკაში ცხოვრების თავბრუდამხვევი რიტმის მიუხედავად, როცა ყოველ წუთს თავის დამკვიდრებისთვის ბრძოლა უხდებოდა, როცა უამრავი ბარიერის გადასალახავად მთელ ენერგიას ხარჯავდა, სულიერების გადასარჩენად ისევ შემოქმედება ევლინებოდა და ღამე, როცა ყველას ეძინა,  გულისნადებს ფურცლებს უმხელდა, სწორედ ამიტომაც არის,  ქ-ნი მზიას შემოქმედება ასე ნაცნობი და თითოეული მკითხველისთვის ასე თავისი.

იქ, სამშოლოდან შორს ემიგრანტები ერთმანეთზე ზრუნავენ და ცდილობენ ერთმანეთს ის სითბო და ყურაღება აჩუქონ, რაც ასე აკლიათ და ენატრებათ ახლობლებისგან შორს მყოფთ, ამიტომაც მზია კანდელაკმა თანამოაზრეებთან ერთად გრანდიოზული პროექტი შექმნეს  წარმატებული ქართველი ემიგრანტები ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელზეც უფრო ვრცლად შემდეგ მოგიყვებით. 

 

Leave a Reply