საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მე-9 კლასის ისტორიის ორივე ახლად გრიფირებულ სახელმძღვანელოში მიმოხილულია საქართველოს უახლესი ისტორიის პერიოდი, უახლესი წლები, მათ შორის, დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან: პირველი პრეზიდენტის მმართველობა, აფხაზეთის და სამაჩაბლოს კონფლიქტები, მეორე პრეზიდენტის მმართველობის პერიოდი, დასავლური კურსის არჩევა, ასევე, ვარდების რევოლუციის გზით ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება და მესამე პრეზიდენტის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ფაქტები.

„წიგნებში ასევე აღწერილია 2008 წლის ომი და დასავლეთის მხრიდან დიპლომატიური ზეწოლა რუსეთზე. ორივე წიგნში, ასევე, ერთი აბზაცი ეთმობა 2012 წელს არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებას, რა დროსაც, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ნაცვლად, მმართველობაში მოვიდა „ქართული ოცნება“. სახელმძღვანელოებში საუბარია დამოუკიდებლობის წლების ყველა პოლიტიკური ლიდერისა და მათი მოღვაწეობის პერიოდის შესახებ. შესაბამისად, ბუნებრივია, საუბარია იმაზეც, რომ 2012 წელს ხელისუფლება დემოკრატიული გზით შეიცვალა. ასევე, მკაფიოდ ხაზგასმულია ქვეყნის დასავლური კურსის უცვლელობა, რაც განამტკიცა „ასოცირების შესახებ შეთანხმებამ“. ისტორიული პროცესები აღწერილია გამართულად, კომპეტენტურად და მრავალმხრივად“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს 3 საათზე სამინისტროსთან “დროა”-მ აქცია დააანონსა.

“არ გავჩერდებით, სანამ ეს სიმახინჯე არ გამოსწორდება”-აქცია დაანონსდა

Leave a Reply