ლია შალვაშვილი საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოვების ცერემონია პერსონას ტიტულზეა წარდგენილი. 

პედაგოგი, ჟურნალისტი, საბავშვო წიგნებისა და სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორი, რედაქტორი, გამომცემლობა შემეცნების დამფუძნებელი და დირექტორი, მეცნიერებათა დოქტორი, იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატი ნამდვილად იმსახურებს “პერსონა 2021”-ის ტიტულს ქართული კულტურისა და ლიტერატურის, ასევე საგამომცემლო და საგანმანათლებლო სფეროში შეტანილი წვლილისთვის.
ახლოს გავიცნოთ “პერსონა 2021”
ლია შალვაშვილი დაიბადა ქალაქ თბილისში. დაამთავრა 101-ლი საშუალო სკოლა. სწავლობდა თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაასრულა. პარალელურად სწავლობდა საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტზე. დაეუფლა ჟურნალისტიკას, სახვით ხელოვნებასა და ესთეტიკური აღზრდის მეთოდისტის
საზოგადოებრივ პროფესიებს.
1997 წელს წარმატებით დაიცვა დისერტაცია თბილისის ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არის მეცნიერებათა დოქტორი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა პედაგოგად სკოლაში, ლექტორად სხვადასხვა უნივერსიტეტში, დაწყებითი განათლების სწავლების მეთოდისტად საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, უფროს მეცნიერ-თანამშრომლად ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში და იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიურ მეცნიერებათა
ეროვნულ ინსტიტუტში.
2000-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სახელმძღვანელოების დეპარტამენტის უფროსად.
ლია შალვაშვილს გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი დასახელების პუბლიკაცია და სამეცნიერო-მეთოდური შინაარსის სტატია სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალში.
2000 წლიდან 2019 წლამდე ქ. თბილისის და საქართველოს საგანმანათლებლო რესურცენტრების ორგანიზებით ჩატარებული აქვს 250-მდე სემინარ-ტრენინგი დაწყებითი კლასების ბუნებისმცოდნეობისა და ეკოლოგიის პედაგოგებთან ქ. თბილისის და
საქართველოს 68 საგანმანათლებლო რესურცენტრში. 1997 წლიდან დღემდე იგი არის საბავშვო წიგნების ავტორი.
ლია შალვაშვილის ავტორობით 25-ზე მეტი საბავშვო წიგნი გამოიცა, რომელთაგან უმრავლესობა უცხო ენებზე არის ნათარგმნი. იგი არის მრავალი საგამომცემლო პროექტის ავტორი. მისი ავტორობით შექმნილ საგამომცემლო პროექტებს:
1) შემეცნებით წიგნებს;
2)საგანმანათლებლო-შემეცნებითი სამაგიდო თამაშებს;
3) სიუჟეტურ ბარათებს;
4)თვალსაჩინოებებს;
5) რუკებს წარმატებით იყენებენ სასწავლო პროცესში სკოლამდელი
აღზრდის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საბავშვო ბაგა-ბაღებში, წიგნის კლუბებში,
საჯარო თუ კერძო სკოლებში.
ლია შალვაშვილი 2000 წლიდან დღემდე არის საქართველოში მოქმედი გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორი და საავტორო ჯგუფის ხელმძღვანელი.
ბუნებისმეტყველებაში სახელწოდებით – „ჩვენი გარემო“. მისი სახელმძღვანელოებით უკვე 22 წელია ასწავლიან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში.
2011 წელს ლია შალვაშვილმა დააფუძნა წიგნის მაღაზია – ლიტერატურული კაფე, სადაც მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა შემეცნებითი ღონისძიებები თემაზე „წიგნი ჩემი თანამგზავრია“, „წიგნის დღე“ და „წიგნები ცოდნის გასაღებია“, ინტერაქტიული დისკუსიები, წიგნის შექმნის ისტორიასა და მნიშვნელობის შესახებ.
2005 წლიდან დღემდე არის გამომცემლობა შემეცნების დამფუძნებელი და დირექტორი. შემეცნება არის საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ნამდვილი წევრი და ყოველწლიურად მონაწილეობს წიგნის ფესტივალებში საქართველოში და სხვადასხვა ქვეყანაში – გერმანია (ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა), იტალია (ბოლონიის საბავშვო წიგნის ფესტივალი), დიდი ბრიტანეთი (ლონდონის წიგნის ბაზრობა), საფრანგეთი (პარიზის წიგნის ბაზრობა), თურქეთი (სტამბულის საგამომცემლო კონფერენცია და წიგნის ბაზრობა), არაბთა გაერთიანებული საამიროები (შარჟას საგამომცემლო კონფერენცია და წიგნის ბაზრობა).
ლია შალვაშვილის ავტორობით გამოცემული საბავშვო წიგნები თარგმნილია სხვადასხვა ენაზე და საავტორო უფლებები გაყიდულია მსოფლიოს 9 ქვეყანაში: თურქეთი, აზერბაიჯანი, პაკისტანი, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ლიბანი, ეგვიპტე, ალბანეთი, იტალია.

Leave a Reply