სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტო-ვიდეო მასალაზე, რომ რუხის ციხესთან დახეული ქართული დროშა ფრიალებს,

ჩვენს მიერ ჟურნალისტ მიშა ხაჩიძის პოსტზე მონიშნულ კომენტარზე უსწრაფესი რეაგირება მოახდინა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა პაატა ლაგვილავამ.

-ახლა მოვიკითხე მერიაში ეგ ამბავი ორი დღის წინ შეუცვლით, ქარმა დააზინა და მეორე დღესვე შეცვალა კეთილმოწყობამო. ასევე ქარმა დააზინა ცაიშის დროშის ამწე-დამმაგრებელი მექანიზმი, ეგ შესაკეთებლადაა წაღებული, ამაზე ინფოც გაავრცელა კეთილმოწყობის სამსახურმა-გვითხრა და იქვე კეთილმოწყობის სამსახურის განცხადებაც გადმოგვიგზავნა.

-„ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ძლიერი ქარის შედეგად , დროშის კონსტრუქცია დაზიანდა. დაზიანებული კონსტრუქციის აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,კეთილმოწყობის მართვის ცენტრი” ახორციელებს”

Leave a Reply