“ათენის ემიგრაციის სახლმა” ელია მორანელს ათენის ემიგრანტებისაგან ჯილდო გადასცეს. 

დარეჯან ღამბაშიძე

“ათენის ემიგრაციის სახლის” ხელმძღვანელი

 

-საოცარ შთაბეჭდილებებში ვარ. განა რა უნდა დავწერო, რომ ჩვენი სტუმარი ელია მორანელი გავაკვირვო! რამდენ სტუმარს უმასპინძლა “ქართულმა სახლმა” და ყველა ღონისძიება, რასაც ვგეგმავ, თქვენთვის ვაკეთებ, ჩემო კარგებო.ვითვალისწინებ, თქვენს გემოვნებას და ვცდილობ გაგაცნოთ ადამიანები, რომლებიც ემიგრაციაში ლამაზ დღეებს გაჩუქეთ. ორი დღის წინ ელია მორანელის პრეზენტაცია სრულიად განსხვავებული იყო. პოეტმა თავად მოგვიწყო დიდი დღე ! როცა 414 სტროფიან პოემას საათსა და 20 წუთში კითხულობს თავად პოეტი.
დარბაზი სულგანაბული უსმენს, ეს უკვე პოეტის შეშლაა იმ”მინი” სამყაროში, სადაც მუსიკა და ლირიკა აზარტშია შესული. ჩვენ არ მოგვესმა, პოეზიიდან პოეზიის დაბადება ვიგრძენით. მსწრაფლ ამოვაგებ/, ჩემს ექსკალიბურს./ რომ ნეტარმნათი ვშვა ალმასიდან./ და სისხლის ღვარი ოლიმპოსური შევსვა ყირმიზმზის ოფაზთასიდან. და ბევრი ასეთი…. მე მჯერა ელია დიდი პოეტია, გაივლის წლები და ჩვენ ვიამაყებთ, ამ დღით. შეხვედრას დიდ პოეტთან. როგორი სითბო, სიყვარული და მოგონებები დაგვიტოვა, ამ მცირე დროში.
ეხლა კი უღრმსი მადლობა ყველა, იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელებს და სტუმრებს, ვინც ჩვენს ემოციურ საღამოს ეზიარა! მადლობა არმაზის ხელმძღვანელს ხათუნა ლობჟანიძეს, ბერძნულ-ქართულ ასოციაციას ხატია ქარსაულიძეს თავის პედაგოგებთან ერთად. შორენა მჭედლიძეს და მის ოპერატორებს. აკო შელიას, კახი სიბოშვილს და მათ გუნდს. ქალბატონ ნონა გუჯაბიძეს საოცარი საჩუქრისათვის. პოეტებს თათია მთვარელიძეს, ზაირა კეღოშვილს, ნონა გაგნიძეს, ჩვენი ორგანიზაციის წევრს მაია რუსაძეს, ჩვენს პედაგოგებს ნანა სამხარაძეს, ნინო ფრუიძეს, მადონა ჯავახიშვილს, დახმარებისათვის.
ქართული სახლის წევრებს, ეთი ხუცურაულს, ელენე ბურჯალიანს, ნათელა ღაჭავას, ვიოლეტა მეფარიშვილს, ეთი ჩანჩიბაძეს ნანა ჭანკვეტაძეს. მანქანით მომსახურებისათვის გოჩა საყვარელიძეს. საღამოს გალამაზებისათვის ქეთევან ხატიაშვილს ,მარიამ ფცქიალაძეს, საკვირაო სკოლის მოსწავლეს ნიაკოს, თავისი საოცარი სიმღერით. ელია მორანელის წიგნი “მუზაგეტოსი” ქართულ სახლში შეგიძლიათ შეიძინოთ.
ზაირა ქედოშვილი

-მადლობას ვუხდი ათენის ,, ქართულ სახლს” და მის ხელმძღვანელს დარაჯან ღამბაშიძეს იმ ლამაზი წუთებისთვის რომელიც აჩუქა ემიგრაციას ამ საუკუნის პოეტის ელია მორანელი-ს პოეზიით გაცისკროვნებული საღამო. სამუდამოდ შემოინახავს ჩემი მეხსიერება ამ დღეს

ეს დღე იყო გრძელი უფრო წუთისოფელზე.

Leave a Reply