ოჯახის და ახლობლების ინფორმაციით, „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორი, ეკონომიკური ექსპერტი რამაზ გერლიანი უკვე მეორე დღეა გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. მათივე ინფორმაციით, გერლიანის ავტომობილი ბოლოს ავჭალის პოლიციის შენობასთან შენიშნეს. როგორც ახლობლები აცხადებენ, რამაზ გერლიანის გაუჩინარება შესაძლოა მის პოსტს უკავშირდებოდეს, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

რამაზ გერლიანის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

რახან ამ პოსტს კითხულობთ … მთლად კარგად არ არაის საქმე….
რადგან ახლ უკვე ყველაფერი სულერთია…
– იცნობდეთ ამ ნაგავ ბოზის გაზრდილ ბარიგას..
– გაფარჩაკებული, პატივაყრილი და ღირსება შელახული ვარ ! შიგნიდან მწვავს ყველა სისძარღვი.. ყოველი სუნთქვა თვეზე მეტია წამებად მექცა.
ამ ნაგავმა „პოლიციელმა“ ჩემივე ყოფილი ოჯახის წევრის დავარბოვკებითა და გამოყენებით მოახერხა, ჩემს კერძო საკუთებაში, ჩემს სამუშაო და ჩემი შვილების სამყოფელ სივრცეში ვირთხასავით შემოღწევა…
14 ნოემბერს შეიარარებული დამხვდა ჩემს ბინაში თავხედურად ცრუ მოტივით დაკითხვა მომიწყო, მომაყენე შეურაცყოფა… განადგურებული ვარ !
ხემ რომ თქვა ცული რას დამაკლებდ ტარად ჩემი ტანი, რომ არ ქონდესო ..
როგორჩ ჩანს პოლიციის მუნდირის გამოყენებით აგროვებდა ინფორმაციას, როგორც საპოლიციო სისტემით ასევე სხვადასხვა საშუალებით.. მ.შ. პერსონალურ ინფორმაციას ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების შესახებ.. სვარაუდოდ მოქმედებს დავალება/დაკვეთით, საფუძვლიანია ეჭვი ჩემი კონტროლის მონაცემებს გადაცემდა/ყიდიდა მესამე პირზე (ებზე).. ისევე როგორც ავტონაწილებს აბარიგებს..
არარი გამორიცხული, რომ ჩემს მიმართ იყენებდა თვალთავლის, მიყურადების, და სცვა კონტროლის სისტემებს..
ჩვენივე ფულით გამომძღარი ასეთი ნაბოზვარი ნაგვები, ნაცვლად იმის გვემსახურონ და ემსახურონ სამართალს დედას უტყნავენ ჩვენ მომავალს.. !
განვაცხადე ..
– პოლიციაში მდორედ მიდის საქმე მიუხედავად იმის, რომ 35 დღეა გასული ჩემი მიმართვიდან (ნაძალადევის მე-7-ე სამმართველო)..
გენერალური ინსპექციიდან კონკრეტული ზომების მიღების შესახებ ინფორმაცია არ არის …:
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა ჩათვალა მათ ქვემდებარე დანაშეულს არ განეკოთნება, ანუ გამოძიება არ დაიწყეს (არადა კოდექსის 1143 მუხლი)
პოლიცია მალავს მაგრამ, მე თვითონ დავაიდინთიფიცირე და ვასაჯაროებ ამ ნაგავს…
დამარცხება გინდოდათ მე განადგურებული ვარ..
დისკრედიტაცია გინდოდათ .. ფსკერზე ვარ …
ჩემზე ზეგავლენა და მართვა გინდოდათ ვერ მიიღებთ…
კანონი დუმს.. ჩემთვის ყველაფერი სულერთია…. ისე ვარ მინდა მეც დავდუმდე ოღონდ სამუდამოდ…
ახლობლების ინფორმაციით, რამაზ გერლიანის გაუჩინარების საკითხთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე ინფორმირებული და პროცესში ჩართულია, თუმცა უწყებაში კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.
ოთარ ფანცულაია:
ამ პოსტის შემდგომ რამაზის ადგილსამყოფელი არ ვიცით, გაუჩინარდა!
რამაზ გერლიანს რამე რომ დაუშავდეს, ხელისუფლებავ, გადაგდგამთ კი არა, ფესვებიანად ამოგთხრით!
შსს! დროზე საქმეს მიხედეთ!!!!!

Leave a Reply