თავისუფალი სიტყვა

განსხვავებული ორიენტაციის გამო განხორციელებული ზეწოლებისა და მუქარის შედეგად საქართველო კიდევ ორმა ახალგაზრდა კაცმა დატოვა.

როგორც დავით მ. ჩვენთან საუბარში აცხადებს, მას ოჯახის წევრები ფიზიკურადაც კი უსწორდებოდნენ, 17 მაისის აქციის მერე კი საზოგადოებამაც მისადმი აგრესია გამოავლინა.

დ.მ. ამბობს, რომ მისი ყოფა უკვე გაუსაძლისი იყო, სახლიდან გამოაგდეს, სამსახურიდან დაითხოვეს, უხდებოდა მუდამ მალვა და სხვადასხვა ადგილას ღამის თენება. მიუხედავად იმისა, რომ მას ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, თავს ვერაფერი მოუხერხა და ოჯახიც დაენგრა.

დავითი ამჟამად ბელგიაშია და იმედი აქვს, რომ შეძლებს თავისუფლად ცხოვრებას და რაც მთავარია-მისი პროფესიით მუშაობას. როგორც თავად ამბობს, ის საკმაოდ კარგი მზარეულია, თუმცა საქართველოში ორიენტაციის გამო ვერსად იმუშავა.

დავითთან საუბრის შემდგ, მის ყოფილ ცოლს, ლიკა ბ-ს გავესაუბრეთ. ქალმა განაცხადა, რომ დავითი ოჯახის და საზოგადოების მხრიდან არაერთხელ გამხდარა აგრესიის და ძალადობის მსხვერპლი და თუ ქვეყანას არ გაერიდებოდა, შესაძლოა დღეს ცოცხალი აღარ ყოფილიყო. ქალი იმასაც ამბობს, რომ ქმართან შვილების გამო დღესაც აქვს კომუნიკაცია, დავითი ურეკავს ბავშვებს და ესაუბრება, მაგრამ დაბრუნების შანსი არ აქვს.

დავითთან ერთად ქვეყანა დატოვა მისმა მეგობარმაც, თორნიკემ. მისი თქმით, 17 წლიდან მოყოლებული გრძელდება ასეთი მისთვის გაუსაძლისი ცხოვრება. სახლში ზიზღი,  მუქარა და ცემაც კი. არაერთხელ მოუხდა უმაღლესი სასწავლებლის, საცხოვრებელის და სამუშაო ადგილის შეცვლაც , მაგრამ მისი ადგილი არსად არ იყო, ამიტომ ერთადერთ გზად ქვეყნის დატოვანე მიიღნია და დღეს უკვე ბელგიაშია.

თორნიკესთან საუბრის შემდეგ მის დას, მარიამს დავუკავშირდით. მარიამის თქმით თორნიკეზე ოჯახის წევრები ფიზიკურადაც ძალადობენ და  მოკვლითაც დაემუქრნენ, ასე რომ თუ კაცი სამშობლოში დაბრუნდება, შესაძლებელია მის სიცოცხლეს რეალური საფრთხე დაემუქროს.

Leave a Reply