დავით ქაცარავა

მამუკა ჩხიკვაძეს, რომელიც ოკუპანტებმა 10 დეკემბერს გაიტაცეს, წითელი ჯვარი უკვე 2 კვირაა ვერ ნახულობს ცხინვალის ციხეში.
რატომ?
ალბათ, მამუკა ჩხიკვაძე ძალიან კარგად გრძნობს თავს ოკუპანტების ტყვეობაში და თვითონ აცხადებს უარს წითელ ჯვართან შეხვედრაზე?
არა.
როგორც თავიდან გავიგეთ, მამუკა ჩხიკვაძე სასტიკად ნაცემი და ნაწამებია.
მაშინ როდესაც ოკუპანტები ძალიან ხშირად ფიზიკურად უსწორდებიან გატაცებულებს, რომლებიც არც სამხედროები არიან და არც საბრძოლო მოქმედებებში მიუღიათ მონაწილეობა-მამუკა ჩხიკვაძეს რატომ მოექცეოდნემ ორკები ლმობიერად? ჯარისკაცს და მებრძოლს, რომელიც ყოველთვის და ყველგან ებრძოდა ოკუპანტს, ასეთ ადამიანს ორკები დაინდობდნენ?
არა.
ამიტომაც გვიმალავენ ორკები და მათი მონები ამ ხელისუფლებაში ამბავს მამუკა ჩხიკვაძესთან დაკავშირებით.
ყოველ შემთხვევაში, ეს მოცემულობა ჩვენთვის უცვლელია, ვიდრე არ ვნახავთ ჯანმრთელ და ჯანსაღ მამუკა ჩხიკვაძეს.
თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის და ჩვენ ვიდეო მტკიცებულებები არ გვაქვს, ჩვენი ინფორმაცია მის წამებასთან დაკავშირებით უფრო მყარდება.
ჩვენ კი ჩუმად ვართ და ჩვენი დუმილით ვეთანხმებით ქოცბანდის “არგაღიზიანების პოლიტიკას” რომელიც გულისხმობს მამუკა ჩხიკვაძის რუსორკების ტყვეობაში ჩატოვებას.
ესე გამოდის.

Leave a Reply