თავისუფალი სიტყვა

საქართველოში ნებისმიერი მთავრობის დროს გამოჩნდებიან ბიზნესმენები, რომლებიც შევიწროვებაზე, ბიზნესის წართმევაზე საუბრობენ. დრო მიდის, მთავროებები იცვლებიან, ასეთუ ადამიანების რიცხვი კი სულ უფრო და უფრო იმატებს. მართლაც ძალიან რთულია-მუშაონ, მიდიხარ რისკზე, ხარ წარმატებული და ერთ დღესაც ეს ყველაფერი საპნის ბუშტივით ქრება.

მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ბიზნესის წნეხისგან გათავისუფლების დაპირებით მოვიდა, მაინც არიან ის ბიზნესმენები, რომლებიც საპირისპიროს ამტკიცებენ.

რამდენიმე ხნის წინ საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენი აცხადებდა, რომ შევიწროვებას განიცდიდა და მეტიც, ბიზნესის რეკეტზე საუბრობდა. გვინდოდა მასთან დაკავშირება და სტუდიაში მოწვევა, მაგრამ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გაქრა და მასთან კონტაქტზე გასვლა ვერ შევძელით.

ვერ შევძელით დავკავშირებოდით ვერც მის ცოლს.

ამ რამდენიმე დღის წინ ბიზნესმენი თავად გამოვიდა კონტაქტზე და საუბარზე დაგვთანხმდა, თუმცა  როგორც გვითხრა მაინც შიშის ქვეშ არის და გვთხოვა დეტალებისგან თავის შეკავება, საუბარში ისიც  აღნიშნა, რომ სულ მალე ფარდას ახდის ყველაფერს და კონკრეტულ სახელებს და გვარებს დაასახელებს.

მისი თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანაში სიტუაცია შეიცვალოს და არარავის მოუხდეს იმ გზის გავლა, რომელიც მან გაიარა.

-უველაფერი იქიდან დაიწყო, რომ მე ნაციონალური მოძრაობის მზარდამჭერი ვიყავი, პირდაპირ მოითხოვეს გავჩერებულიყავი, თორემ საქმე ძალიან ცუდად წამივიდოდა მეც და ჩემს ოჯახსაც, უარი ვუთხარი და აი აქედან დაიწყო.

დაწვრილებით ის თავად მოგვიყვება.

თუმცა, როგორც ამბობს, ყველაზე საშინელი დღეები წინ ყოფილა. 

აი რას ყვება ბიზნესმენი, რომელმაც ზეწოლის და ოფისსა თუ სახლში განხორციელებული ჩხრეკების, ოჯახის დაწიოკების შემდეგ ქვეყანა რამდენიმე თვეა დატოვა.

ბიზნესმენთან საუბრის შემდეგ მის ცოლს დავუკავშირდითმ რომელმაც უფრო მეტი დეტალი მოყვა და ისიც თქვა, რომ მის მეუღლეზე ზეწოლები ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერის გამო დაიწყო. ისიც კი გვითხრამ რომ მის მეუღლეს ესროლეს, ავარიაც მოუწყვეს და მასაც, ფეხმძიმობის პერიოდში არაერთი ზეწოლის გადატანა მოუხდა. 

-ძალიან მიჭირს იმ თემებზე საუბარი, რაც ჩემს ოჯახს გადახდა, თუმცა ერთადერთი მიზეზი ამ ინტერვიუსი ის გახლავთ, რომ არ მინდა მსგავსი ტრაგედია სხვის ოჯახშიც მოხდეს, ის განმეორდეს, რაც ჩემმა ოჯახმა ბოლო პერიოდში გადაიტანა. მინდა რომ ყველამ გაიგოს რა უსამართლობა ხდება საქართველოში, როგორ იზღუდება თავისუფლება და როგორ ტერორში გვიწევს ცხოვრება .

როგორც იცით, ჩემი მეუღლე წარმატებული ბიზნესმენი , საუკეთესო ხელმძღვანელი გახლდათ და საოცრად მიზანდასახული პიროვნება . ყველაფერთან ერთად შესანიშნავი მეუღლეა და ფანტასტიური მამა. ჩვენ სამწუხაროდ მისი საქმიანობიდან და საქმისადმი დამოკიდებულებიდან გამომდინარე არ ვიყავით განებივრებული მასთან ხშირად ყოდნით, თუმცა ყოველთვის მაქსიმალურად ცდილობდა რომ ჩვენთვის დრო დაეთმო.

მისი პოლიტიკური შეხედულებები ყველა მის გარშემო მყოფებისათვის ცნობილი იყო, არავისთან მალავდა, რაც სიმართლე გითხრათ ხშირად ჩემი მხრიდან კრიტიკის მიზეზი იყო, ვინაიდან ყოველთვის მეშინოდა, რომ მისი ეს დაუფარავი დაპირისპირება ცუდ გავლენას იქონიებდა ჩვენს მომავალზე, თუმცა ის ესეთი იყო და ამას ვერაფერი აღუდგებოდა წინ.

ძალიან მძიმე პერიოდში მოხდა ის, რაც მოხდა. მაშინ განსაკუთრებით გამძაფრდა ეს სიტვაცია, როცა ფეხმძიმედ ვიყავი. ჩემი ეს მდგომარეობა არასოდეს ყოფილა დაბრკოლება მათთვის, პირიქით, გამუდმებით მანიპულირებდნენ ჩემი მდგომარეობით და მოუწოდებდნენ, რომ თუ უნდოდა ჩემი და პატარას ნახვა, უნდა შეეწყვიტა ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა.

მომდიოდა სმსები , ხორციელდებოდა ზარები სადაც მემუქრებოდნენ და მაშანტაჟებნენ, ემუქრებოდნენ ჩემს მშობლებსაც. ყოველთვის ვგრძნობდი რომ მითვალთვალებდნენ და მაქსიმალურად თავს ვიკავებდი სახლიდან გასვლისგან, თუმცა მოგეხსენებათ, ფეღმძიმედ ვიყავი და ხშირად მიწევდა ექიმთან ვიზიტი.

ის რაც ჩემს მეუღლეეს შეემთხვა იყო ჩემთვის ძალიან დიდი შოკი, როდესაც შევიტყვე რომ ესროლეს და მოტოტციკლით ავარიაში მოყვა. 1 თვე დასჭირდა დაახლოებით რომ სრული რეაბილიტაცია გაევლო ისე მძიმედ იყო დაშავებული. მას შემდეგ რაც გამოწერეს და სახლში გადმოიყვანეს, მოვიდა 2 პიროვნება და დაემუქრა თუ ჩვენებას არ შეცვლიდა სროლის შესახებ მე და ჩვენ პატარას ვერასოდეს ნახავდა, რაც რათქმაუნდა უმძიმესი მოსასმენი იყო ჩემთვის . მაქსიმალურად ვცდილობდი თავი ხელში ამეყვანა, რომ ამას გავლენა არ ჰქონოდა ჩვენი პატარას ჯანმრთელობაზე და ჯანმრთელი დაბადებულიყო.

4 ოქტომბერს მარტო ვიყავი სახლში, მეუღლე მივლინებით იყო ქუთაისში, როდესაც შემოიჭრა სახლში 4 პოლიციელი, წამართვეს ტელეფონი, არ მომცეს უფლება, რომ მეუღლესთვის დამერეკა სახლი თავდაყირა დააყენეს, არ ვიცი რას ეძებდნენ და წაიღეს მისი და ჩემი პირადი ნივთები (ფლეშკები,კომპიუტერი,საბუთები)1 საათის განმავლობასი არ მაძლევდნენ არაფრის საშუალებას, რომ ვინმესთვის დამერეკა. როგორც კი წავიდნენ მაშინვე მეუღლეს დავურეკე და ვუთხარი რაც მოხდა , შემდეგ ჩემს მშობლებს და მათთან ერთად გადავედი სახლიდან რომ ამ ყველაფერს გავრიდებოდი.

გავწყვიტე ყოველგვარი კავშირი გარე სამყაროსთან მეგობრებთან ნათესავებთან . ძალიან ცუდად გავხდი იმ დღეს ვინერვიულე სასწრაფოს გამოძახებაც მომიხდა მაღალი წნევა მქონდა, მას შემდეგ დამრჩა თავის ტკივილები და აქტიურად მქონდა კომუნიკაცია ფსიქოლოგთან და ვიღებდი გარკვეულ მედიკამენტებს რომ ეს ყველაფერი გადამეტანა.. მქონდა საკუთარი ბიზნესი, რომელსაც ვმართავდი და ბუნებრივია დაკეტვა მომიწია, ვინაიდან კონტაქტს უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვერავისთან ვახერხებდი. ჩემი მშობლები მუშაობდნენ მაგ პერიოდში და მიდიოდა გაურკვეველი ხალხი მათთან მეძებდნენ მე , მეუღლეს ემუქრებოდნენ მათ თუ არ იტყოდნენ ჩვენს ადგილსამყოფელს სამსახურის დაკარგვით და პრობლემების შექმნით, თუმცა ბუნებრივია ჩემები არ აწვდიდნენ ინფორმაციას და განუცხადეს, რომ ქვეყანა დატოვებული მქონდა მაშინ როცა მათთან ვიმყოფებოდი სახლში.როგორც კი მეუღლემ გაარკვია დეტალები და ჩავიდა იმ დანიშნულების ადგილზე სადაც მიდიოდა გავაკეთეთ პატარაზე მინდობილობა და დავტოვე ქვეყანა.

როგორც ცოლ-ქმარმა განაცხადეს, ისინი ქვეყანაში ვერ დაბრუნდებან, რადგან დღესაც ეძებენ, მშობლებს აიძლებენ მათი სამყოფელის გამჟღავნებას.

-ჩვენს სიცოცხლეს რეალური საფრთხე დაემუქრება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სიმართლემ იზეიმოს და ჩვენც და კიდევ ბევრმა ჩვენისთანამ შიშით აღარ უყუროს ხვალინდელი დღის გათენებას, არ ეშინოდეს და არ ფიქრობდეს, იქნება თუ არა ცოცხალი თუნდაც 5 წუთის შემდეგ.-განაცხადა ბიზნესმენმა და ისიც დასძინა, რომ მალე უფრო კონკრეტულ განცხადებას გააკეთებს.

Leave a Reply