გიგი კუბლაშვილი

დიპლომატთა კლუბი

გუშინ საღამოს, შედგა სატელეფონო საუბარი ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის, საუბარი გაგრძელდა 50 წუთი. იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც ვრცელდება შეგვიძლია გავაკეთოთ შემდეგი დასკვნები:

1. საუბარი გაგრძელდა იგივე ტონალობაში, თუ რუსეთი წავა ესკალაციაზე, დასავლეთი დააწესებს უმძიმეს სანქციებს, მეტიც დასავლეთი ანუ აშშ აქტიურად დაეხმარება და შეაიარაღებს უკრაინულ მხარეს, ასევე ითქვა რომ გაძლიერდება ნატოს აღმოსავლეთი ფლანგი.
2. პუტინის პასუხი, რაც გახმაურდა ესეთია
ა) დროზე დავდოთ მოლაპარაკების შედეგები ;
ბ) თუ დასავლეთი დააწესებს სანქციებს ეს იქნება დიდი შეცდომა და ჩვენს შორის ურთიერთობები გადავა სხვა განზომილებაში.
გითხრათ, რომ ძალიან იმედიანად ვარ, მოგატყუებთ, თუმცა ფაქტია რომ დაპირისპირება ორ ცივილიზაციას შორის გადადის დიპლომატიურ სარბიელზე, მეეჭვება პუტინმა ეს ბოლომდე მიიღოს, ცხადია რომ მას მოუნდება გაცილებით მეტი. იმ ფონზე როდესაც ბუნებრივი აირის და ნავთობის ფასებმა ლამის ძველი რეკორდები მოხსნა, გერმანიასთან დამაკავშირებელი აირის ტოტი მზად არის, ცხადია მას შანტაჟი უფრო გაუადვილდება. მისი ფიქრით დასავლეთი მოიღლება და იძულებული იქნება უკან დაიხიოს. სურათი შემდეგია, ამ ეტაპზე – ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ის სრულად ან ნაწილობრივ აკონტროლებს ;
1) საქართველოს ,
2) სომხეთს,
3) შუა აზიის ქვეყნებს – ვერ აკონტროლებს ან ნაკლები ბერკეტები აქვს
1)უკრაინაზე ;
2)მოლდოვაზე ;
3)აზერბაიჯანზე. საერთოდ ვერ ეხება ბალტიის ქვეყნებს. საქართველოს პერეპსექტივები დამოკიდებულია ჩვენზე, შევძლებთ ივანაშვილ – პუტინის რეჟიმის დასრულებას და ამასთანავე პოლიტიკური პატიმრების გამოხსნას?!
გვექნება გარკვეული პერსპექტივები. ვერ შევძლებთ და ცხადია რომ უმძიმესი ხვალინდელი დღე გველოდება, გაცილებით მახინჯი და ეკონომიკურად დეგრადირებული ვიდრე სსრკ -ში გვქონდა, რადგან პუტინის მოდელი არ ითვალისწინებს საქართველოს დოტაციაზ აყვანას, მისი მოდელი აქურობის წამოქცევა – გაუპატიურება გულისხმობს, რაც ნაწილობრივ შესრულებულია ივანაშვილის და მისი მომყოლის მიერ.
თავისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს.

Leave a Reply