Month: December 2021

თავდაცვის მინისტრმა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, როზარია პუგლისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ჯუანშერ ბურჭულაძემ როზარია პუგლისის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის, ასევე ნატოს…

გიორგი ტყემალაძემ ახალი მოადგილეები დაასახელა

მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე, საკრებულოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა გიორგი ახვლედიანმა დაიკავა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობებზე კი თინათინ ნიბლოშვილი და ზურაბ აბაშიძე დაამტკიცეს. მეშვიდე მოწვევის…

ღარიბაშვილი საქართველოში ყატარის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში, ჰასან ბინ აჰმედ ალ-მუტავას შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, მათ შორის, ეკონომიკური…

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, რომ სახელმწიფო და საზოგადოება ვალდებულია, პატივი სცეს შშმ პირების სპეციფიკურ საჭიროებებს და უზრუნველყოს შესაბამისი გარემო, რათა მათ, სხვებთან…

“თბილავიამშენსა” და “დელტას” პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები ესტუმრნენ

საქართველოს თავდაცვის ძალებში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრების ვიზიტები გრძელდება. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა, სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის” გენერალურმა დირექტორმა და სსსტც “დელტას” დირექტორმა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის…

მიხეილ სააკაშვილის პროცესი დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი დაიწყო. სხდომაზე მესამე პრეზიდენტი ესწრება. დღევანდელი პროცესი პირდაპირ ეთერში არ გადაიცემა. გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა მიიღო. ადვოკატები პროცესის პირდაპირ ეთერში გადაცემის…

საქალაქო სასამართლოსთან პოლიციაა მობილიზებული. ადგილზე მივიდნენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები

საქალაქო სასამართლოსთან პოლიციაა მობილიზებული. ადგილზე მივიდნენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, რომლებიც ამბობენ, რომ ხელისუფლებას ეშინია და სწორედ იმიტომ არ მიეცა დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელს სხდომის პირდაპირ ეთერში გაშუქების უფლება. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა…

მკაცრდება სასჯელი ნარკორეალიზატორების მიმართ

საქართველოს პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული კანონპროექტები დაამტკიცა. საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, მნიშვნელოვნად გამკაცრდა სასჯელის ზომები ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელი პირების მიმართ. ცვლილების თანახმად, ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის მინიმალურ სასჯელად 10 წლიდან…

ლელა ჩიქოვანმა სლოვაკეთის ელჩს და ახალდანიშნულ სამხედრო ატაშეს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში პაველ ვიზდალს და ახალდანიშნულ თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ლუბოს კლიმას თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. ლელა ჩიქოვანმა პოლკოვნიკ ლუბოს…