ოთარ აბესაძე

ეკონომისტი

საქატატის ოფიციალური მონაცემებით 2021 წლის დეკემბერში ინფლაცია წინა თვესთან შედარებით 0.3% ით გაიზარდა და 13.9 % შეადგინა (აბსოლუტური რეკორდი)
🛑 გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ დეკემბერი არის ლარზე ყველაზე მოთხოვნადი პერიოდი ( საახალწო სამზადისი, საემგირაციო გზავნილები და ა.შ) და ამის ფონზე ინფლაცია მაინც 0.3% – ით გაიზარდა.
📊 ასევე 2021 წლის დეკემბერში ფასები გაიზარდა შემდეგი მოცემულობით:
1. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 15.6%
2. ალკოჰოლი, თამბაქო 5.2%
3. ტანსაცმელი, ფეხსაცმელი 2.8%
4. წყალი, გაზი, დენი 43.5%
5. ავეჯი, საოჯახო ნივთები 11.8%
6. ჯანმრთელობის დაცვა 7.9%
7. ტრანსპორტი 17.3%
📛 მარტივად რომ ავხსნა ძალიან სწრაფი ტემპით ვღარიბდებით და ეს ტემპის სისწრაფე გამოწვეულია ინფლაციით.
📛 თვიდან თვემდე ინფლაციური პროცესის განვითარების დინამიკა იძლევა უკიდურესი შეშფოთების მიზეზს, ვინაიდან არცერთი, ხაზს ვუსვამ არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა ინფლაციის დასარეგულირებლად.
1️⃣ იბეჭდება ლარი (2021 წელს 2 მილიარდ ლარზე მეტი დაიბეჭდა) ნაცვლად იმისა, რომ შემოდიოდეს ინვესტიციები.
2️⃣ გაზრდილ ფულის მასას მოსახლეობიდან რეფინანსირების განაკვეთის ზრდით ცდილობენ (სესხების საპროცენტო განაკვეთის ზრდა) და პარალელურად 130 მილიონი ლარით იზრდება ადმინისტრაციული ხარჯი.
3️⃣ 2021 წელს შემოსული ინვესტიციებიდან (უცხოური ვალუტა, რომელიც პირველი “წამალია” ინფლაციის) 72% ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხებია, 20% რეინვესტირება და რეალურად 8% არის სიახლე.
📛 ამ ყოველივეს ფონზე რომ ამბობენ ინფლაცია გაზაფხულიდან დაიწევსო, ამას როგორ აპირებენ?
✅ ეკონომიკაში ყველაზე მეტად მუშაობს დროის ფაქტორი. ვინც ამბობს, რომ ინფლაციას თვეებში დაამარცხებს ის არის უბრალოდ უვიცი.
✅ მინიმუმ 4 წელი ჭირდება ინფლაციის დარეგულირებას საბაზისო ნიშნულზე ( 3% ) და ამ 4 წელში ყოველწლიურად მინიმუმ 3 მილიარდი ვალუტა უნდა შემოვიდეს ქვეყანაში.
✅ გაზაფხულიდან რომ ინფლაცია “დაითრგუნოს” ამის რეფორმა უნდა გატარებულიყო უკვე ანუ ნოემბერსა და დეკემბერში (დროითი ფაქტორის გათვალისწინებით) და მე მსგავსი ვერაფერი ვერ ვნახე.

Leave a Reply