გიორგი ცობეხია

-ირაკლი კობახიძე, ეს პოლიტიკური გენია საიდან გაჩნდა ამ ქვეყნის პოლიტიკურ ველზე, ჩემთვის ამოუცნობი ამოცანაა. გუნდი, რომელიც მართავს ქვეყანას, ვერ აზროვნებს სახელმწიფოებრივად და ვერასდროს გადადგამს კონფლიქტის მოგვარებისთვის ნაბიჯს!

ყველაფერზე სახელმწიფო უნდა ფიქრობდეს, მაგრამ თუ მას აქვს მხოლოდ ერთი კითხვა-ვაიმე, ახლა რუსეთი რას იფიქრებს, ოღონდ რუსეთი არ გავაღიზიანოთ, არც არაფერი გამოვა.

თუ კობახიძისნაირი დიდი გენიალური პოლიტიკოსები “სტუმარ-მასპინძელს” განსხვავებული ინტერპრეტაციით მოგვიყვებიან, არაფერი წინ არ წავა.

Leave a Reply