აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მუხტარ ტლეუბერდისთან სატელეფონო საუბარი გამართა.

„სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა შეერთებული შტატების სრული მხარდაჭერა ყაზახეთის საკონსტიტუციო ინსტიტუტებისა და მედიის თავისუფლებისადმი და მხარი დაუჭირა კრიზისის მშვიდობიან და უფლებების დაცვაზე ორიენტირებულ გადაწყვეტას. სახელმწიფო მდივანმა ასევე ისაუბრა ევროპაში სტაბილურობის ხელშეწყობის პრიორიტეტზე, მათ შორის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე რუსული აგრესიის საპასუხოდ“, – ნათქვამია განცხადებაში.

Leave a Reply