ირანული „შავი კატა“ „ამირანში“ – ფილმის პრემიერას ცნობილი ირანელი მსახიობები დაესწრებიან

დღეს, 8 იანვარს, 19:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“ თანამედროვე ირანლული ფილმის  – „შავი კატა“ პრემიერა გაიმართება, რომელსაც ფილმის მთავრი გმირები, ცნობილი ირანელი მსახიობები – რადან ბაჰრამი და ფარვანე თარლანიც დაესწრებიან.  აღსანიშნავია, რომ მსახიობი და მუსიკოსი ბაჰრამ რადანი ფილმში თავის რეალურ პერსონაჟს განასახიერებს – სატელევიზიო შოუს უძღვება და მოულოდნელად, ახალგაზრდების ჯგუფის გამო,   თავგადასავალში ეხვევა, რომელიც მის საქმიანობასა და პირად ცხოვრებას მთლიანად შეცვლის.

ფილმი ირანელი ახალგაზრდა მუსიკოსების ისტორიაზე მოგვითხრობს, რომელთა ინტერესები და მუსიკალური გემოვნება ქვეყნის მთავრობისთვის მიუღებელია. მიუხედავად ამისა, ისინი მიწისქვეშა მოღვაწეობას განაგრძობენ.

„ყველა კატას უყვარს თევზი, მაგრამ არ უნდა თათების დასველება; ოცნებების ახდენა რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი, ყოველთვის შეიძლება უფრო მარტივი გზის პოვნა მიზნის მისაღწევად, ნებისმიერ ფასად,“ – ასეთია ფილმის მთავარი მოტივი.

„შავი კატა“ სოფიისა და ვარშავის საერთაშორისო ფილმების ფესტივალებზე საუკეთესო ფილმების ნომინანტებს შორის დასახელდა.

ცნობისთვის: თბილისში ფილმის პრემიერას ორგანიზებას IMP – Iranian Movie Premiere, კომპანია Georgia Holiday-თან ერთად უწევს.

ღონისძიება არ იქნება ერჯერადი ხასიათის, IMP – Iranian Movie Premiere სამომავლოდაც გეგმავს ირანული ფილმების ჩვენებების გამართვას.

Leave a Reply