2001 წლის 11 სექტემბერი – ტერაქტი ამერიკში, ტრაგედია, რომელმაც შეცვალა მსოფლიო.

ამ ტრაგედიის შესახებ უკვე წლებია საუბრობენ, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ 11 სექტემბრის ტერაქტს თბილისელი საშა ლიგინი ემსხვერპლა.

წელს, 16 იანვარს საშა 49 წლის გახდებოდა.

ეს ისტორია, რომელიც დღემდე ჩვენთვისაც უცნობი იყო, ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა, მზია კანდელაკმა გვიამბო. ქალბატონი მზია საშას დედას,  ვალენტინა ლიგინას კარგად იცნობს და დღემდე უცნობი მასალაც მოგვაწოდა.

პირველად საშას შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ჩვენმა კოლეგამ, თეონა გოგნიაშვილმა მიაწოდა. აი რას წერს ჟურნალისტი.

-ალექსანდრე ლიგინი – ახალგაზრდა ფიზიკოსი, პროზაიკოსი და პოეტი, რომელმაც ამერიკაში ჩასვლის შემდეგ მოკლე დროში მიაღწია წარმატებას. მისი ცხოვრების ამბავი თბილისში დაიწყო.

დაიბადა 1973 წლის 16 იანვარს თბილისში. მამა ვლადიმერ ლიგინი განათლებით ფიზიკოსი იყო, დედა ვალენტინა ლიგინა – მუსიკის მასწავლებელი. საშა ბავშვობიდან კეთილი, გამორჩეული და მეტად ცნობისმოყვარე ბიჭი ყოფილა. სკოლაში განსაკუთრებული მონაცემებით გამოირჩეოდა და ამიტომ ერთი წლით ადრე დაამთავრებინეს. 1989 წელს ფიზიკასა და მათემატიკაში რესპუბლიკური ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა. 16 წლის ასაკში დაამთავრა ფიზიკა-მათემატიკური სკოლა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

დიდხანს ელოდნენ 11 სექტემბერს საშას ოჯახის წევრები, მაგრამ ისე დაღამდა და მერე ისე გათენდა, ალექსანდრე სახლში არარ დაბრუნებულა.

წლების მერეც საშას დედას, ვალენტინა ლიგინას ძალიან უჭირს ამ ყველაფერზე საუბარი. ის მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ახსოვს ალექსანდრე ლიგინი.

ვალენტინა ლიგინა:

პირველ რიგში მადლობა ქალბატონ მზია კანდელაკს, ასევე მადლობა თეონა გოგნიაშვილს და ლელა ქართველიშვილს იმ ყურადღებისთვის, რაც მათ ჩვენს მიმართ გამოიჩინეს. მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც მონაწილეობდნენ საშას ხსოვნის საღამოზე. 16 იანვარს ალექსანდრეს 49 წელი შეუსრულდება. სამწუხაროდ ამ დღეს ისე აღვნიშნავთ, რომ მას ფიზიკურად ვერ დავინახავ. ვერ წარმომიდგენია ახლა როგორი იქნებოდა, ის ჩემთვის მუდამ 28 წლის ლამაზი და ლაღი ბიჭი იქნება, რომელსაც მუდამ ვხედავ ყველგან მის მეგობრებში. საშა იყო ძალიან წარმატებული, ბედნიერი, სიცოცხლით სავსე და ჩემთვის მუდამ ასეთი დარჩება.

თქვენ კი მინდა გისურვოთ წარმატებული წელი, ჯანმრთელობა, წარმატება, მშვიდობა, სიკეთე და ბედნიერება. ყველას დიდი მადლობა ყურადღებისთვის.

ბავშვობიდან გამორჩეულ და უდიდესი ნიჭით დაჯილდოებულ საშაზე უფრო მეტს მზია კანდელაკი გვიამობს.

საშას უამრავი იდეა და გეგმა ჰქონდა. უყვარდა ცხოვრება და ჩქარობდა ყველაფერი მოესწრო. მაგრამ…

მისი ახალგაზრდა სიცოცხლის შეწყვეტილი ფრენა – თბილისი თავის შვილს არ ივიწყებს…

 

 

 

Leave a Reply