მარიამ რევაზიშვილი

ტელეკომპანია ახალის პრაქტიკული კურსის მსმენელი

2019 წლის მიწურულიდან ყველა ჩვენგანის ცხოვრება გაურკვეველი ვადით შეიცვალა.სამყაროში გამოჩნდა ახალი ვირუსი – კოვიდ 19 და ყველა სფეროში დაიმკვიდრა ადგილი.

დღემდე ამ ვირუსის გავლენის ქვეშ ცხოვრობს მსოფლიო…სულ უფრო მეტი შტამები ვრცელდება და სულ უფრო პაუზდება ცხოვრება…

მოკლედ, სამყარო ისეთი აღარასდროს იქნება, როგორც პანდემიამდე!

მეც, ისევე როგორც ყველა ჩემს თანატოლს, კორონავირუსი პირდაპირ შეგვეხო, ნანატრი სტუდენტობის წმებიც შეგვიცვალა და განათლების ხარისხზეც ჰპოვა ასახვა.

პანდემიამ დანერგა აქამდე ყველასთვის უცნობი ონლაინ სწავლება,რომელიც თავისი დადებითი თუ უარყოფითი მხარეების მიუხედავად,წარმატებით მიმდინარეობს ქართულ სკოლებსა თუ უნივერსიტეტებში.თავიდან დიდი იყო მღელვარება,თუ რამდენად წარმატებული იქნებოდა ონლაინ გაკვეთილები,მაგრამ შედეგი სახეზეა,თითოეული მოსწავლე და სტუდენტი მოთმინებით  მოეკიდა არსებულ მძიმე რეალობას და ზუსტად გაიაზრეს რამდენად მასშტაბურ პრობლემასთან გვაქვს საქმე ყოველ ჩვენგანს.

საინტერესოა, დისტანციური გაკვეთილები იძლევა სრულფასოვანი განათლების შესაძლებლობას?სკოლის მოსწავლეს რამდენად სთავაზობს საინტერესო,აქტიურ და ჩართულ გაკვეთილებს?-ამაზე პასუხი და ფაქტი ერთია-განათლების სისტემა ნელ-ნელა ჩამოშლისკენ მიდის.მიუხედავად იმისა,რომ ონლაინ სწავლებას აქვს გარკვეული დადებითი მხარე,მაგალითად დროის მენეჯმენტი,ის მაინც არასრულფასოვანი და არასრულყოფილი სწავლების მეთოდია,რადგან ვერცერთი ტექნიკური მიღწევა ვერ შეედრება აუდიტორიაში ჩატარებულ გაკვეთილებს,მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობას,ენერგიითა და მოტივაციით სავსე საკლასო ოთახს და უამრავ სხვა რამეს.კიდევ ერთი უარყოფითი შედეგი,რომელსაც თავად სკოლის მოსწავლეები აპროტესტებენ,ესაა თანაკლასელებთან შეხვედრის ნაკლებობა,მართალია,მათ შეუძლიათ ინტერნეტით ესაუბრონ ერთმანეთს ნებისმიერ თემაზე,მაგრამ ეს არ არის საკმარისი.ამ ბავშვებს მეტი რეალურობა სჭირდებათ ,მათ სკოლა და იქ არსებული გარემო უყვართ,ისინი ხომ სიცოცხლით და სილაღით სავსენი არიან,არ შეიძლება მათი სახლში გამოკეტვა.აქედან გამომდინარე,გარდა იმისა,რომ ონალინ სწავლება არაეფექტურია თავად განათლების თვალსაზრისით,ასევე ბავშვები მეტად ჩაკეტილები ხდებიან,რაც მათ ფსიქიკაზე ძალიან ცუდად აისახება.მაგრამ ეს პრობლემა პანდემიას არ ადარდებს,ამაზე სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და ზუსტად გათვალოს ის მძიმე შედეგები,რომლებიც სულ რამდენიმე წელში განათლების სისტემაში გაჩნდება.

საინტერესოა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსოფლიო ორგანიზაციის,გაეროს,მოწოდება,რომ დაუყოვნებლივ აღადგინონ სწავლა სკოლებსა და უნივერსიტეტებში,წინააღმდეგ შემთხვევაში სულ მალე სერიოზული პრობლემების წინაშე დავდგებით ყველანი.ევროპაში კოვიდდადასტურებული შემთხვევებისა,სწავლა აუდიტორიებში ტარდებოდა,განა მათ არ ეშინოდათ ვირუსის გავრცელებისა,ეშინოდათ და ფრთხილობდნენ კიდეც, მაგრამ  ისინი განათლების ფასს ხვდებოდნენ.

მესამე წელია პანდემიაა მსოფლიოში,საქართველოში კი სწავლის ჰიბრიდული,შერეული,მეთოდია ამჟამად მოქმედი,თუმცა კერძო ან საჯარო უნივერსიტეტებსა თუ სკოლებში ისევ ონლაინ რეჟიმია,რაც ძალიან სამწუხარო ფაქტია.ვიმედოვნებ სულ მალე პანდემია დასასრულს მიუახლოვდება და ბავშვები,სტუდენტები სწავლის ძველებურ რეჟიმს დაუბრუნდებიან. მე თავად ვარ სტუდენტი და მჯერა,რომ ისე არ დავასრულებ სტუდენტობას, სრულფასოვან,აუდიტორიულ,ლექციებსა და პროექტებს ვერ მოვესწრო.

დისტანციური ვერასდროს შეცვლის ცოცხალს!..

Leave a Reply