გიგი კუბლაშვილი
დიპლომატთა კლუბი
ყაზახეთის ამბებმა, ერთი უმნიშვნელოვანესი პრეცედენტი შექმნა: მომავალში ფაქტობრივად ყველა ავტოკრატიულ რეჟიმს საშუალება ექნება, მოთხოვოს ე.წ. ოდკბ -ს დახმარება და რამდენიმე საათში ეს აღსრულებული იქნება, როგორც მინიმუმ ამ ხელშეკრულების ქვეყებში, ივანიშვილის საბატონოში საქმე უარესად არის, აქ თხოვნაც არ უნდა პირდაპირ რუსების მართვის ქვეშ არის ქვეყანა.
ყაზახეთიდან ჯარების გაყვანა ცალსახა კავშირშია ჩინეთის ინტერესებთან, თუმცა კრემლის მოქმედება დასავლეთის მიმართულებით არ საჭიროებდა ამ ეტაპზე ძალების დაქსაქსვას აღმოსავლეთით.
სამწუხარო შეცდომაა აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაციისა ისიც, რომ რუსებთან ამ აბსურდზე დაჯდნენ სასაუბროდ და მეტიც ახლა წერილობით აპირებენ პასუხის გაცემას, ისევე როგორც ნატო. ამას ქვია დიალოგში ჩართვა, ჩათრევა, დისკუიები, ეს იმ ფონზე, როცა აღარავინ საუბრობს რუსეთში ადამიანის უფლებების, პოლიტიკური ოპოზიციის, ადამიანების ხოცვა – მოწამლის ფაქტებზე.
ინიციატივა დაკარგულია ეს ძალიან ცუდია, თუმცა სახეზეა დასავლეთის გამოღვიძება, იმედია დროზე და გაცილებით ეფექტურად მოქმედება გაშლეგებული კრემლის ბატონის და მისი სტავლენნიკების დასამთავრებლად.

Leave a Reply