წარმატების ფორმულა 

მარიამ მუმლაძე

რას ნიშნავს იყო წარმატებული პროფესიაში და თან პარალელურად წამოიწყო მეორე საქმეც?საუბრები წარმატების ფორმულაზე და რჩევები დამწყები მეწარმეებისთვის.

რუბრიკის სტუმარია ეკონომისტი და ამჟამად მეწარმე სოფო მინაძე, რომელიც წარმატებით უძღვება ორივე საქმიანობას.

  -როგორ დაიწყო თქვენი საქმიანობა?

ადრეული ასაკიდან  ვაკეთებდი ჩემთვის აქსესუარებს,ვფიქრობდი,რომ ვიპოვე ჩემი თავი ამ სფეროში.უშუალოდ,რაც შეეხება საქმიანობის დაწყებას 5 წლის წინ მეუღლემ დაკარგა სამსახური,დეპრესიის ფონზე გადავწყვიტე დამეწყო წარმოება ხელნაკეთი აქსესუარებისა და ტანისამოსების.

-განვითარების რა ეტაპები გაიარეთ საქმიანობის დაწყებიდან დღემდე?

საერთოდ თვითნასწავლი ვარ,მაგრამ სფეროს უკეთ გაცნობიდთვის და განვითარებისთვის გავიარე დიზაინერული კურსები,როგორებიცაა-მოდელირება,ქსოვილის მოჭრა.

როგორ ფიქრობთ, ბაზარზე მოთხოვადია თქვენ მიერ შექმნილი პროდუქტი?

თუ გაქვს ამბიცია,იყო წარმატებული პიროვნება,შესაბამისად უნდა დააკმაყოფილო საზოგადოების მოთხოვნა,პროდუქტს აჩვენო ფართო მასშტაბი. ჯერ მხოლოდ საქართველოში მქონდა გამოფენა.გამოფენას ესწრებოდნენ უცხოელებიც,რომლებმაც შეიძინეს აქსესუარები და ალბათ,საკუთარ ქვეყანას,მოქალაქეებს გააცნობდნენ პროდუქტს.

-პირველი გამოფენა როდის გქონდათ?

პირველი პერსონალური გამოფენა მოვაწყე 2018 წლის მარტში,იარტ გალერიში.

მიიჩნევთ ამ საქმიანობას წარმატებად?

დიახ,მიმაჩნია,საკუთარ საქმიანობაში ყოველთვის ახლის ძიებაში ვარ,ახალი ინტერესებითა და ხედვებით,რაც წარმატების საწინდარია.ამავდროულად ,ძალიან მინდა როგორც ექსპორტი,ასევე იმპორტი.

-ქვეყანა გახვეულია ეპიდემიურ ქაოსში,COVID-19 მა დაღი დაასვა ფინანსურ მხარეს?

ვიყავი პერსონალური გამოფენებით შემოფარგლული,თუმცა პანდემიის დროს გავააქტიურე ონლაინ გვერდი,სადაც მოქალაქეებს შეეძლოთ დაეთვალიერებინათ და შეეძინათ შექმნილი აქსესუარები ან ტანსაცმელი.

-ვინ იყო ადამიანი,რომელსაც პირველი გაანდეთ თქვენი საქმიანობის შესახებ?

ჩემი მეგობარი,ფსიქოლოგი,რომლის მხარდაჭერითაც ვიპოვე საკუთარი თავი,ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე საჭიროა ადამიანის გამხნევება და თქმა „აუცილებლად გამოგივა“,რაც ამ პიროვნებისგან ვიგრძენი.

-რას ურჩევდით ახალგაზრდებს,რომლებიც ჯერ ახლა იწყებენ ამა თუ იმ პროდუქციის წარმოებას?

ვფიქრობ,თითოეულმა ადამიანმა უნდა იბრძოლოს საკუთარი ოცნების რეალიზებისთვის,ამიტომ ახალგააზრდებს ვეტყვი არ შეუშინდნენ გამოწვევებს,არასდროს დანებდნენ და აუცილებლად შეასხან ფრთები მონდომებასა და მიზანს.

-რა არის თქვენი ოცნება?

მქონდეს საკუთარი ხაზი,რომელიც მოიცავს:მამაკაცის,ქალბატონისა და ბავშვის ტანისამოსებს.

-სამომავლო გეგმები როგორია?

მაქვს ატელიეს გაფართოების,განვითარებისა და გაცილებით მეტი ადამიანის დასაქმების სურვილი. სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მიზნად ვისახავ სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბებას,სადაც თინეიჯერებს საშუალება ექნებათ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი დეტალი შეისწავლონ,რა თქმა უნდა,სრულიად უსასყიდლოდ.

-წარმატებას გისურვებთ.

 

 

 

 

Leave a Reply